ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. იმერული გუნდის მაისურს მოირგებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც კლუბის სოციალური ქსელით ვიგებთ, ეს სასყიდლიანი ტრანსფერია.

აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.

ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილიც, რომელიც ბოლოს ყაზახური "ჟენისის" მაისურს ირგებდა და მასთან
2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციისთვის, ეს გარიგებაც სასყიდლიანი გახლავთ.

წლების განმავლობაში "ტორპედოს" ახალწვეული ბათუმის "დინამოს", გორის "დილას" და თბილისის "იბერიას" ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა მუდმივი წევრი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტორპედო კარგი პროექტია და იმედია გრძელვადიანია ეს წამოწყება. სხვაგვარად რატო დახარჯავდა კერესელიძე ამდენ ფულს გუნდზე თუ სერიოზული შედეგებზე არ ფიქრობს. მეტიც, გონიერი კაცია რადგან ჯგუფურ ეტაპზე გასვლა საკმაოდ სოლიდურ მოგებას მოუტანს და ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს. მე ეს შთაბეჭდილება მრჩება ამ გუნდზე. ღმერთმაც ქნას, გვეყოფა ამდენი უნიათობა საკლუბო ფეხბურთში და ეს წრე სწორედ ამ გუნდმა უნდა გაარღვიოს. რაც შეეხება წლევანდელ ევროსეზონს ცოტა გაჭირდება, ძალიან უნდა გაგვიმართლოს კენჭისყრაში. ტირანას და ომონიას ეჭიდავება კიდე კაცი და მერე რა იქნება ვნახოთ. ასე რომ წელსვე ჩემპიონი უნდა გახდეს ქუთაისი და ლიგის გზით შევა რომელიმე ჯგუფში.
იბრუხ მართალი
15:41 05-07-2024
1
ერთადერთი ქართული კლუბი, რომლის აქტივობები ადეკვატურია და საქმის ცოდნის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით ევროტურნირების წინ. აი დანარჩენები რას მიედ-მოედებიან თუ იცით ვინმემ?.. კი არა და თვითონ თუ იციცან?...
Irakli Apkhaidze
15:12 05-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული