Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატის ბინადარ "ბნეი სახნინში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა გუშინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დეჩიჩის" წინააღმდეგ ითამაშა, რაც ბათუმელთა რიგებში ბოლო მატჩი აღმოჩნდა.

Geo Team-ი წერს, რომ ღუდუშაური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს.

მან "დინამოს" ფორმა ჯამში 72 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
მე ბათუმელი ვარ და ვიცი რაც ხდება ბათუმის დინამოში , გუნდს ყავს თამაშზე შეყვარებული პრეზიდენტი არჩილ ბერიძე , სრულიად უტაქტო და უინტელექტო პიროვნება , მენეჯმენტის გარტყმაში არაა მხოლოდ კუნთებზე იყურება , დავალიანების დაფარვა არუნდა არათუ ფეხბურთელებზე არამედ ფიზიკურ პირებზე , აუუზს უწმინდავს მის პირად სახლში ერთი და 300 ლარზე 25 ჯერ არეკინებს. ამორალური პიროვნებაა მოსაშორებელია სასწრაფოდ
ბათუმის დინამო
18:18 31-07-2024
1
ამის ღორობამ მოედანზე დამტანჯა საერთოდ მთლიანად გუნდია გასაშვები მთლიანად სტაფიანად მენეჯერიანად
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული