Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" რიგები გუნდის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ მამუჩაშვილმაც დატოვა. 

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება ახალი გუნდიდან არ აქვს, თუმცა რამდენიმე დღე დაისვენებს და სასურველ ვარიანტს დაელოდება.

მამუჩაშვილი "დინამოს" ფორმას 6 წლის განმავლობაში ირგებდა და ის გუნდს 2018 წელს "საბურთალოდან" შეუერთდა. 222 მატჩი, 52 გოლი, 25 საგოლე პასი - ეს მისი მონაგარია. შეხსენებისთვის, "დინამო" ახლახან პაატა ღუდუშაურმაც დატოვა, რომელიც კარიერას ისრაელის "ბნეი-სახნინში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბათუმის დინამოს ქონდა ძალიან კარგი შანსი, რომ ჩხეტიანი დაენიშნა მთავარ მწვრთნელად. მაგრამ არჩევანში ძლიერ შეცდა. მე ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ გული მტკივა დღეს ბათუმის დინამო და ზოგადად ქართული ფეხბურთი ასეთ ცუდ დღეში რომ არის
გიო
10:47 10-08-2024
0
ტორპედოს მაგრად ჭირდება ესეთი ფეხბურთელი
Nikoloz
20:58 05-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული