გაგრა 1:3 სამგურალი
"სამურალმა" ზედიზედ მეორედ მოიგო და მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო "გაგრა" მიჯრით მესამედ დამარცხდა და ბოლოსწინაზეა.
არადა, "გაგრას" პირველ ტაიმში საკმაოდ ჰქონდა მომენტები და ორჯერ მეკარე ნოდარ ყალიჩავამ გადაარჩინა სტუმრები. თუმცა პირველი მაინც "გაგრამ" გაიტანა: ნოდარ ქავთარაძე წააქციეს, პენალტი დაინიშნა და გიორგი ლომთაძემ ტექნიკურად, "პანენკა" შეასრულა - 1:0.
პირველი ტაიმის ბოლოს კი "სამგურალმა" ლუკა ხორხელის
"სამგურალმა" რიცხობრივი უპირატესობა ერთ გოლში ასახა, კერძოდ, დემურ ჩიხლაძის კარგ პასს მოჰყვა ფერნანდო ბულის თავური და 1:3.
დინამო ბთ 1:1 ტორპედო
"დინამო ბათუმისთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩია. მოქმედმა ჩემპიონმა ბოლოს 23 მაისს გაიმარჯვა, "დინამო თბილისთან" სტუმრად...
კონკრეტულად "ტორპედოსთან" თამაშს რაც შეეხება, ბათუმელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ: დავით მუჯირმა საჯარიმომდე წაიღო ბურთი, მერე კი უერდი მარას გაუკეთა პასი და ალბანელმაც ზუსტად დაარტყა - 1:0.
"ტორპედომ" კი 84-ე წუთზე გაათანაბრა. ვარლეი გაიქცა მარჯვნიდან, დაარტყა, როინ კვასხვაძემ მოიგერია და დამატებაზე ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაიტანა. ეს ნორვეგიელის მე-13 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ჯერჯერობით, საუკეთესო მეგოლეა.
ბათუმელები მეოთხე ადგილზე არიან, "ტორპედო" კი "იბერია 1999"-ს გაუთანაბრდა ქულებით: ორივეს 42-42 აქვს და მეორე-მესამეზე არიან.
erovnuliliga.ge