"თელავს" სათავეში კვიპროსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩაუდგა

AutoSharing Option
"თელავის" პრესსამსახურის ცნობით, გუნდის მწვრთნელად ხარალამბოს ხრისტოდულუ დანიშნეს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სკ "თელავს" 56 წლის კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუ გაწვრთნის.

ხარალამბოს ხრისტოდულუ 1967 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი 2006 წელს დაიწყო, როცა კვიპროსული "დოქსა" ჩაიბარა და სამი წლის მანძილზე წვრთნიდა.

უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი "დოქსას" შემდეგ არაერთ კლუბს ავარჯიშებდა, უმეტესად - კვიპროსელებს. გუნდების სიაც საკმაოდ შთამბეჭდავია: ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი", ლიმასოლის აელ, ფამაგუსტის "ანორთოსისი", ნიქოზიის "ომონია", "ნეა სალამინა", "კარამიოტოსა" და "ეთნიკოსი" - ბამბოს
ხრისტოდულუმ 2021 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრამდე სომხური "სევანიც" გაწვრთნა, ბოლოს კი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" უთავკაცა.

ხარალამბოს ხრისტოდულუს ზურგს ჩემპიონის ტიტულიც უმაგრებს - 2011/2012 წლების სეზონში ლიმასოლის აელ კვიპროსში უძლიერესი გახადა, სამწვრთნელო გვირგვინი კი 2014 წლის 9 იანვარს დაიდგა, როცა თვით ქვეყნის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და 2015 წლის 31 ოქტომბრამდე 13 მატჩში ხელმძღვანელობდა.

ხარალამბოს ხრისტოდულუ: "ვნახე გუნდის ბოლო სამი თამაში. ეს არის გამოცდილების და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიქსი, რაც მნიშვნელოვანია, ბოლო 15 დღე უშუალოდ, ახლოს ვარ ჩახედული და ვიცი, თქვენი შესაძლებლობები. გეტყვით იმასაც, რომ ახლოს ვიცნობ კლუბის პრეზიდენტს, ვიცი, მისი მიზნები და მაგიტომაც დავთანხმდი - სადაც უნდა იყოს, ყველგან წარმატებისთვის იღვწის, რაც ჩემს მენტალიტეტთან ახლოსაა და მინდა, მას გვერდი დავუდგე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული