"კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა" - კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა და ახლა უკვე საფეხბურთო კომენტატორმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მან Sky Sport-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში ქართველის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.

"კვარაცხელიას ასე სირბილის დანახვამ გამაკვირვა! მოედანზე მის პოზიციას თავი რომ დავანებოთ, ის სულისკვეთება, რაც მან თამაშში ჩადო, ნამდვილად გასაოცარი იყო.

როდესაც ასეთი ფეხბურთელები და ლიდერები გუნდში რჩებიან, ეს ძალიან კარგია.

კვარაცხელიას სპრინტი და არა სირბილი ძალიან მნიშვნელოვანია. ის 4-ჯერ გამოეკიდა მეტოქეს, რომ ბურთი დაებრუნებინა, ეს იმის გამოხატულებაა, რომ გუნდის სამსახურში
იყო.

ეს უკვე ნიშნავს, რომ კონტემ უკვე გადასცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელებს", - თქვა კაპელომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული