ორი თავური... "დინამოების" დაპირისპირება ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დინამო ბთ 1:1 დინამო თბ

მოქმედმა ჩემპიონებმა ბოლო 9 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს, "დინამო თბილისს" კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში არ გაუმარჯვია...

28-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ, ონორე გომისის ჩაწოდებულს მოჰყვა ანგოლელი მარიო ბალბურდიას თავური და 1:0. ეს ბალბურდიას პირველი გოლია საქართველოში.

ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, მაგრამ მე-80 წუთზე სოლომონ კვირკველიამ ასევე თავურით გაათანაბრა. საგოლე პასი კი საბა ხარებაშვილისა იყო. ეს კვირკველიას პირველი
გატანილი ბურთია ქართული კლუბის მაისურით...

ისე, როგორ ჰგავდა გოლები ერთმანეთს - ორივემ თავურით, ერთი და იგივე მანძილიდან, ერთი და იგივე კუთხეში, ორივემ მარჯვნიდან ჩაწოდების მერე. და ორივესთვის სადებიუტო გოლი.

ბათუმელები მეოთხე ადგილზე რჩებიან, "დინამო თბილისი" კი მეექვსეზეა. შეგახსენებთ, საქართველოს თასზე ამ გუნდების დაპირისპირება თბილისელებმა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მაინტერესებს იცით? ამ ბათუმის დინამოში ვინმე საღი აზროვნების არის ნეტავ? შეიძლება ყველა თამაშში ბოდიში ჟარგონზე და ხიპიში გაიწი გამატარე? ვინ არიან ის ხალხი ქვემოთ რო დგანან ღიპიანი ბიძა კაცები და სულ ჩხუბისკენ გაწევა გამოწევა, ხო მიგაკაჩავათ კარგად გუშინ კვერკველიამ ვენაცვალე ტვინი რო გაბურღეთ, მაგიტომ არის სადამდე მიიყვანეს გუნდი რა საზიზღობაა.
kesha
08:50 24-09-2024
0
ფიფიას დინამო ვინც გაათრიოს ევროტურნირზე თასიდან იმის დედას სტენა კრუგლასვეტაჩნა ტალახაძემ და ჰალკმა,ეს ბათუმიც რო ფიფიას გზას დაადგა ჩამოართვით სტადიონი არ იმსახურებს ეს გუნდი არაფერს,მოკლედ საკლუბოში დიდ ქაქში ვართ...ორივე დინამო ქვეყნის სირცხვილია
Kvekeskiri
04:04 24-09-2024
1

სიახლეები პოპულარული