ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი, რომელიც კარიერას "ბარსელონასა" და "რეალში" იწყებდა და მისი სანაკრებო იმედები...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებული თამაშის გამო ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესია. სამწუხარო იააა, რომ კლუბების დამოკიდებულებაზე ყველაფერი ეს შესაბამისად არ ასახულა. ამისთვის მათი უკეთესი შედეგებია საჭირო. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ ეროვნული გუნდის ახლანდელი თუ მომავალი წევრები კარიერას სწორედ ჩვენს ჩემპიონატში იწყებდნენ.

რამდენიმე კარგი მაგალითი მოწმობს, რომ ეროვნულ ლიგაში შესაძლებელია, მაღალი დონის ლეგიონერები გვყავდეს. საქმე მხოლოდ უკვე ასაკში მყოფ და ერთ დროს სახელოვან ფეხბურთელებზე კი არა, არამედ პერსპექტიულ ახალგაზრდებზეცაა, რომელთაც მაღალი მიზნებისკენ სვლა საქართველოს გავლით შეუძლიათ.

Sportall.Ge

ბოლო დროს ყურადღება ფოთის
"კოლხეთის" რუმინელი ნახევარმცველის, 22 წლის ანდრეი დავიდ სილვა ვრაჩუს კარიერამ მიიქცია. თბილისის "დინამოსთან" ტრავმა მიიღო, პირველივე ტაიმში შეცვალეს, ჯერ გუნდს სათანადოდ არ მორგებია და ბევრი აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ განვლილი გზა უკვე საინტერესოა. წარმოიდგინეთ, მან ფეხბურთის თამაში "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, 2010-11 წლებში კი მადრიდის "რეალის" მაისური ეცვა.

დავიდი "ვალენსიასა" და "ალმერიაშიც" ახალგაზრდულ გუნდებში იყო, მიმდინარე სეზონი კი სამშობლოში, "პეტროლულში" დაიწყო, საიდანაც ფოთში ვიხილეთ.

Sportall.Ge

ანდრეი ვრაჩუ რუმინეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და რა თქმა უნდა ძალიან სურს, ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ამისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მის კარიერაში სტაბილური პერიოდი დადგეს. 22 წლის ნახევარმცველს უნარი აქვს, ნახევარდაცვა და შეტევა ერთმანეთს წარმატებით დააკავშიროს.

რადგანაც "კოლხეთზე" ვსაუბრობთ, გიორგი აბუაშვილზე უნდა ვთქვათ, რომელიც ეროვნულ ლიგაში ძალიან შედეგიანია, უკვე 8 გოლი აქვს. ბოლოს ისიც "პეტროლულში" იყო, როგორც ვრაჩუ. მართალია, გიორგის "პორტუში" კარიერა სათანადოდ არ აეწყო, თუმცა მას ბევრი შეუძლია და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

ფოთელთა რიგებში 23 წლის რუსმა ფორვარდმა, კირილ კლიმოვმა  "დინამოს" გაუტანა, საგოლე პასიც ჩაიწერა და უკვე 5 შედეგიანი დარტყმა აქვს. კახა ჩხეტიანის გუნდში სხვა ახალგაზრდებიც არიან - 22 წლის მცველი მაჰამათ თაიმი (ჩადი) ფრანგულ "ივეედონში" თამაშობდა; ფრანგი ცენტრალური მცველი მაჰამადუ კონატე 22 წლისაა. ქართველზეც ვთქვათ, 23 წლის ერეკლე ჯიჯავაძე პერსპექტიული ნახევარმცველია...

"კოლხეთში" გამოცდილი ნახევარმცველი, გიორგი მელქაძეც გამოსარჩევია. ფოთელები ახლა გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებენ, პერსპექტივა კი აშკარად უფრო მეტის გააჩნიათ.

altდინამოების დღე

მკითხველის კომენტარები / 3 /
Კარგად კი დაუწყია, მხოლოდ )
Edmond
14:38 28-09-2024
0
არა რა, მეგობრებო, ამ ქვეყანას მართლა არაფერი ეშველება, სანამ ასეთები ვართ. თორმეტის ნახევრიდან ველოდები, ბილეთის ყიდვას, ძვლივს რიგი მოვიდა და მაინც ვერ ვყიდულობ, ამას რა ჰქვია, რაა? მე კი ვიცი, რაც ჰქვია, მარაა რააა
ლევანი
14:12 28-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული