დემჩენკო ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გადააყენეს:

"დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ!"

დემჩენკომ ბათუმის "დინამო" 2023 წლის 24 აგვისტოს ჩაიბარა. გუნდი 28 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "ტორპედოს" 15 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
დემჩენკოს გადაყვანას შეიძლებოდა გაემართლებინა კიდეც,მაგრამ მასთან ერთად,ნახევარი გორის დილას გადაყვანა,უკვე უხეში შეცდომა იყო.დაპირისპირებული გუნდების ჯგუფები გააერთიანეს და რა თქმა უნდა მათ შორის დაძაბულობა წარმოიქმნებოდა.თამაშის სტილიც განსხვავებული აქვთ და ორ შეკრულ ჯგუფს შორის ურთიერთობის დალაგებაც,უძნელესი საქმეა.ორ,სამ კაცზე მეტის წაყვანა,არ შეიძლებოდა.ამ შემთხვევაში ამ ბიჭების დამხვდურ კოლექტივში უმტკივნეულოდ ჩართვა,გაცილებით ადვილი იქნებოდა.
სოსო
19:40 09-10-2024
0
სულ ტყუილად ვერ დააფასეს გეგუჩაძე ბათუმში! არა და რამდენი აქვს გაკეთებული კაცს გუნდისათვის. მგონი, ბოდიშიც კი არავის მოუხდია მისთვის! :-(
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული