დემჩენკო ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გადააყენეს:

"დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ!"

დემჩენკომ ბათუმის "დინამო" 2023 წლის 24 აგვისტოს ჩაიბარა. გუნდი 28 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "ტორპედოს" 15 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბერიძე და ბალაძე სანამ GუნDშია ანჩელოტი ვერ უშველი ამ გუნდს
aslan
01:15 09-10-2024
3
Ჰარიქა გორელებო მწვრთნელი გადამალეთ!
jordan beli
07:13 09-10-2024
1

სიახლეები პოპულარული