გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით ყველას, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი. შევთანხმდით, რომ ამიერიდან აჭარულ კლუბს ვუხელმძღვანელებ. მადლობა ამ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.

ჩემთვის დიდი პატივია, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა. ვიცი, რა მასშტაბის კლუბია "დინამო" - ჩემპიონ გუნდში მოსვლას მწვრთნელისთვის, პლუსებიც აქვს და მინუსებიც. მინუსი ის არის, რომ ამ გუნდმა რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად, იმდენი რამე მოიგო, რომ... ძნელია, კიდევ
ბევრ რამეს მიაღწიო, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. მჯერა ერთობლივად რასაც დავგეგმავთ, გამოგვივა. ვფიქრობ, ბოლო წლებში ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია.

ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ რა ატმოსფეროც სუფევდა სტადიონზე, როგორი მხარდაჭერაც იგრძნობოდა გულშემატკივრების მხრიდან, ის დაბრუნდეს. თავი რომ იგრძნო კარგად, მწვრთნელად, ფეხბურთელად, სივრცე არის საჭირო. ეს იყო ერთ-ერთი სივრცე, სადაც მწვრთნელად ვგრძნობდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს, მოწინააღმდეგეთა შორის ვიყავი.

არ მიყვარს ისეთი დაპირებები, რომლის გაკეთებაც არ შემიძლია. ამ ეტაპზე გათამაშების ცხრილში ქვევით ვერ ჩავალთ, თუმცა ვერც მაღალ საფეხურებზე ვიქნებით, რადგან ქულათა სხვაობა ბევრია, თამაშები კი ცოტაა დარჩენილი. ვეცდებით, მომავალში თამაშის ხარისხი გამოვასწოროთ, შევჯერდეთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მომავალში გამოგვადგებიან. ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებთ გუნდის შენებას.

მჯერა იმ ადამიანების, ვინც დამხვდნენ გუნდში. მჯერა იმ ადამიანების, ვინც მოვლენ, როგორც ფეხბურთელები, ასევე სტაფის წევრები. იმედი მაქვს, ერთმანეთის გვერდში დგომითა და დაუღალავი შრომით, მიზანს მივაღწევთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმის დინამოს მენეჯმენტის სერიოზული პრობლემა აქვს, არ იციან გუნდის მართვა მხოლოდ წრეზე ტრიალებენ. გონიათ რო თუ სხვა გუნდებიდან ჯგუფებად წამოიყვანენ ფეხბურთელებს ვინც იმ კონკრეტულ გუნდში კარგად თამაშობს იგივე იმუშავებს ბათუმშიც. გამოცდილებამაც ვერ ასწავლათ რო ეს არ მუშაობს, გაიხსენეთ ჯერ ტორპედოდან წამოიყვანეს ფეხბურთელთა ჯგუფი. კობახიძე, აზაცკი, გეგეჭკორი, ჩალაძე და აშ. ვერ გაამართლა და მერე უკვე იბერიას მაშინდელ საბურთალოს მიადგნენ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი და აშ. ვერ გაამართლა. მერე გორის დილას მიადგნენ და სასწაულები აკეთეს, დილას ლოგოს გარდა ყველაფერი წამოიღეს და ერთი წრე გორშიც კი თამაშობდნენ, რა თქმა უნდა ამანაც ვერ გაამართლა, დარწმუნებული ვარ რო ესეც ვერ გაამართლებს, იმიტო რო მხოლოდ მწვრთნელის შეცვლით არაფერი შეიცვლება თუ საფუძვლიანად არ შეცვალეს ყველაფერი.
dogi
23:34 18-10-2024
0
აუ კარგით რაა
გორგია
00:32 19-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული