უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ალბანეთის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩისას ზოგიერთი დარღვევის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფამ ფედერაცია 14 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენების გამო დააჯარიმა.

თუ მომავალ ორ წელიწადში დარღვევა განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა (2 ათასი მაყურებელი) დაიხურება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული