"გაგრას" გახარება

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. ერთი მატჩი გაიმართა: კონკურენტთა ბრძოლაში "გაგრამ" "თელავს" მოუგო.

გაგრა 2:0 თელავი

"გაგრამ" მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამედ მოუგო "თელავს".

მე-6 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. მან გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა: ბურთი კარგად მიიღო და ზუსტადაც დაარტყა. ეს ხარებაშვილის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა "თელავი" ათი კაცით დარჩა, კერძოდ, ლადო ოდიშვილი გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის.

"გაგრამ" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ბოლოს გიორგი პაპუაშვილმა ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს პაპუაშვილის მეხუთე გოლია
სეზონში და სხვათა შორის, წინა წრეში გაგრელებმა სწორედ მისი ერთადერთი გოლით აჯობეს თელაველებს.

"გაგრა" მეშვიდე ადგილზეა, "თელავი" - მეცხრეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.

erovnuliliga.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე გოლი პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა გაიტანა?)
დავით
08:00 23-11-2024
4

სიახლეები პოპულარული