"იბერია 1999" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "იბერია 1999" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა!

ეს კლუბის ისტორიაში მეორედ, პირველად კი ეს 2018 წელს მოახერხეს.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 35-ე, ბოლოსწინა ტურში "გაგრას" 2:1 სძლია და მიუწვდომელი გახდა მეტოქეებისთვის.

თავიდან "გაგრა" იგებდა ზურაბ ჭავჭანიძის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაათანაბრა ხოლო შემდეგ შეიკნე სილამ გაიტანა.

"იბერია 1999"-ს სეზონის პირველ ნახევარში გიორგი მიქაძე წვრთნიდა, ზაფხულიდან კი ლევან კორღალიძე ჩაუდგა სათავეში.

ჩემპიონები

19 - დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05,
2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)

4 - ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)

2 - იბერია 1999 (2018, 2024)

2 - ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)

2 - რუსთავი (2006-07, 2009-10)

2 - ზესტაფონი (2010-11, 2011-12)

2- დინამო ბათუმი (2021, 2023)

1 - სამტრედია (2016)

1 - დილა (2014-15)

1 - სიონი (2005-06)

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ჩემპიონი ის ჩემპიონიც
კონცეფცია - ქართული სახელმწიფო
11:05 02-12-2024
0
იბერია წელს ნამდვილად გამორჩეულია გუნდია! დარწმუნებული ვარ ევროთასებზე პირველ ბარიერს მაინც გაივლის. მწვრთნელიც სწორად შეარჩიეს და ფეხბურთელებიც!!
Korsava
09:18 02-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული