"ფიორენტინას" 22 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა - "ინტერთან" მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში "ფიორენტინასა" და "ინტერის" მატჩის მე-17 წუთზე მასპინძელთა გუნდის 22 წლის ნახევარმცველმა ედოარდო ბოვემ გონება დაკარგა და მოედანზე წაიქცა.

ბოვეს მოედანზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ედოარდოს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა და გული გაუჩერდა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლუბის ცნობით, ბოვე გადაუდებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში სტაბილურ ჰემოდინამიკურ მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს. პირველადმა კარდიოლოგიურმა და ნევროლოგიურმა ტესტებმა გამორიცხა ცენტრალური ნერვული და კარდიო-რესპირატორული სისტემის მწვავე დაზიანება.

ბოვეს 24 საათის განმავლობაში განმეორებით გამოკვლევას ჩაუტარებენ. ის ამჟამად
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სედატიური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა კარგად ამყოფოს
Data
03:20 02-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული