ეს კლუბის ისტორიაში მეორედ, პირველად კი ეს 2018 წელს მოახერხეს.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 35-ე, ბოლოსწინა ტურში "გაგრას" 2:1 სძლია და მიუწვდომელი გახდა მეტოქეებისთვის.
თავიდან "გაგრა" იგებდა ზურაბ ჭავჭანიძის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაათანაბრა ხოლო შემდეგ შეიკნე სილამ გაიტანა.
"იბერია 1999"-ს სეზონის პირველ ნახევარში გიორგი მიქაძე წვრთნიდა, ზაფხულიდან კი ლევან კორღალიძე ჩაუდგა სათავეში.
ჩემპიონები
19 - დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)
4 - ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)
2 - იბერია 1999 (2018, 2024)
2 - ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)
2 - რუსთავი (2006-07, 2009-10)
2 - ზესტაფონი (2010-11, 2011-12)
2- დინამო ბათუმი (2021, 2023)
1 - სამტრედია (2016)
1 - დილა (2014-15)
1 - სიონი (2005-06)
erovnuliliga.ge