"უნიჭიერეს გუნდში მოვხვდი, სადაც ყველაფერი მაღალი დონისაა, "დინამოში" კი ასე აღმოვჩნდი..." - ინტერვიუ "თბილისელთა ავსტრიელ მეკარესთან

AutoSharing Option
27 წლის ავსტრიელი მეკარე ტობიას შუტცენაუერი თბილისის "დინამოს" ბოლო დანამატია. ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და ფოთის "კოლხეთთან" 0:3 წაგებულ შეხვედრაში გუნდის კარიც დაიცვა.

შუტცენაუერი წლების განმავლობაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმის" მეორე კიპერის სტატუსს ატარებდა, ბოლო სეზონი კი კვლავ სამშობლოში ითამაშა და "ალტახში" ირიცხებოდა, სადაც ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

ავსტრიულმა MeinBezirk-მა ამ მეკარესთან ინტერვიუ ჩაწერა და დაინტერესდა, თუ როგორ შედგა მისი ტრანსფერი თბილისის "დინამოში".

"იოლი პერიოდი არ მქონდა. კვირიდან კვირამდე რიტმში ხარ და გუნდთან ერთად ვარჯიშობ და
მისი ნაწილი ხარ, მიუხედავად იმისა, გიწევს თუ არა თამაში.

მოულოდნელად, კლუბის გარეშე აღმოვჩნდი და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ნოემბერში ერთმა ძველმა მეგობარმა (ფერდინანდ ფელდჰოფერი "დინამოს" მწვრთნელი) დამირეკა და მკითხა, შემეძლო თუ არა მოედანზე დავბრუნებულიყავი.

ვიცოდი, რომ ამ გუნდის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავდა, რომელიც "შტურმში" ჩემი თანაგუნდელი იყო. მას ვესაუბრე და ოთარმა მითხრა, რომ "დინამო" საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. მას კარგის მეტი არაფერი უთქვამს და მეც უცებ თვითმფრინავში საქართველოსკენ მიმავალ რეისზე აღმოვჩნდი. 

ჩემს ახალ გუნდში მოედანზე და მის გარეთ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. აქ ყველაფერი მაღალი დონისაა, სასწავლო ცენტრიდან დაწყებული, საცხოვრებლით დამთავრებული.

ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელებით გაჯერებულ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და ადაპტაციაში ისიც დამეხმარა, რომ აქ "ალტახის" ყოფილი წევრი დომინიკ რეიტერი დამხვდა.

ქართველები მოედანზე ხშირად ხმარობენ სიტყვას "მოდი, მოდი..." ეს სიტყვა უკვე ძალიან კარგად დავიმახსოვრე. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს და თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება მოხდება, დარჩენაც შესაძლებელია", - ამბობს შუტცენაუერი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბიჭო თამაში არ გიყურებიათ და კაცს აკრიტიკებთ...
იცით რომ აკაკი დევაძე რუმინეთთან წაგებულ 0-5 ში საუკეთესოდ დასახელდა!?
გვარებიც არ იცით დინამოს ფეხბურთელების და პროფესორობთ და იმას არჩევთ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა, კუპატაძე არა კატლეტაძე, ეგ კუპატაძე საერთოდ ფუტზალის მეკარეა და ახლა 45 წლისაა...
Walkabout
04 დეკემბერი 2024 10:35
0
კიდევ ერთი კუპატაძე მესამელიგელი გონიოს კარებს იცავს. :დ
მეზღვაური
04 დეკემბერი 2024 15:18
0
კარგად ითამაშა, ტყუილად აკრიტიკებთ
შოთა
03 დეკემბერი 2024 19:48
5
დინამოს საერთოდ ხელმძღვანელობა ყავს? ასეთი აკადემია გქონდეს და გუნდს კიდევ ასეთი შედეგები... უარესს ვერც კი იფიქრებს კაცი, ცოტა დააკლდა გავარდნას... კუპატაძე სად გაუშვეს თუ მეკარე არ ყავდათ და ეს ვინ ჩამოიყვანეს?
Givi
03 დეკემბერი 2024 18:06
5
გივი, დინამომ რომ თავისი აკადემიის აღზრდილებით ითამაშა იმიტომ ვერ იბრძოლა ჩემპიონობისთვის. ბოლო 5 წელში 3 ჯერ ჩემპიონები გახდნენ და 2 ჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ. თან როგორ ხარ ჩახედული გემჩნევა დინამოს აკადემიის აღზრდილებში, მეკარეები ყავთ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, სეზონის ბოლოს ტრავმები იყო და დაიმატეს ეს ავსტრიელი. ხელმძღვანელობა დინამოს რომ ყავს ნეტა ბევრ გუნდს ყავდეს. მეორეც კუპატაძე არაა ეგ კუტალაძეა და იჯარითაა გაშვებული ალბათ არ იცი მაგრამ კარში ერთი კაცი დგას და ვინმე სათამაშ პრაქტიკისთვის უნდა განათხოვრდეს რომ სულ არ დაიკარგოს. მოკლედ ესაა შენი გაკვეთილი, დაჯექი ორიანი!!!!
გივი, ჩვენ ვართ გივი
03 დეკემბერი 2024 22:10
3
დინამოს შენ კიარაა ვერ უშველისს ვერავინ
სიმართლე
03 დეკემბერი 2024 16:37
0
0:3 წაგებულ შეხვედრაში გუნდის კარი მართლა "კარგად" დაუცავს!
რას ემსახურება ეს სტატია - დროის და ინტერნეტსივრცის შევსების გარდა?
ვაჟა მასწავლებელი
03 დეკემბერი 2024 16:31
2

სიახლეები პოპულარული