ვლადიმერ კაკაშვილი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი იქნება.

ვლადიმერ კაკაშვილი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით "დინამოს" აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. "დინამო 2"-თან ერთად კი ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.

"დინამოში" დაბრუნებამდე ვლადიმერ კაკაშვილი "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან გუნდს 14 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა.

"დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"დინამო" ჩემი ოჯახია და ჩემი ეს დამოკიდებულება პირველივე შეხვედრისას დავაფიქსირე, რომ მე ოჯახში დავბრუნდი. რა თქმა
უნდა, ძალიან გახარებული ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას.

ის გზა, რომელიც "დინამოს" აკადემიიდან დღემდე გავიარე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უამრავი გამოცდილება დავაგროვე და შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიაში საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავე. თქვენ იცით თუ რა დონის ფეხბურთელები გაიზარდნენ ჩვენს ხელში და რა დონეზე ასპარეზობენ ახლა ისინი.

რამდენიმე წლის უკან პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ის წარმატება, რასაც ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, მაგრამ ამ ზაფხულს ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს რეალური და შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ წარმატებაში ჩვენს აკადემიას უდიდესი როლი აქვს, ამიტომ ჩემი აზრით სწორი მუშაობით იგივე შედეგის მიღწევა საკლუბო დონეზეც შესაძლებელია.

მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენი სურვილია შევქმნათ გუნდი სადაც გამოცდილი ფეხბურთელებიც იქნებიან და აკადემიის გამორჩეული მოთამაშეებიც. ვფიქრობ, რომ ამ გზით კლუბიც იხეირებს და თავად ნიჭიერი ფეხბურთელებიც, რადგან ისინი გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უფრო სწრაფად და სწორად განვითარდებიან.

მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა იქნება, მზად ვართ სამუშაოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "დინამო თბილისმა" ისე ითამაშოს როგორც მას ეკადრება".

მთავარ მწვრთნელთან ერთად ცნობილია მისი შტაბი:

ასისტენტები - დავით ჭიჭვეიშვილი, დავით ბოლქვაძე, გიორგი ხიდეშელი. მეკარეების მწვრთნელი - რევაზ თევდორაძე. ფიზ. მომზადების მწვრთნელი - რიკარდო დე ვივო. ანალიტიკოსები - ოთარ გაგნიძე, ნუგო ბარბაქაძე.

ვლადიმერ კაკაშვილი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას, შემადგენლობაში მოსალოდნელი სიახლეებისა და გუნდის მზადების შესახებ კი დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
კი მაგრამ დინამოს გულშემატკივრები არ ყავს ხმა რომ ამოიღონ?
Star Lord
20 დეკემბერი 2024 18:28
1
მაქსიმუმ ჩემპიონაატი რო დაიწყება 10 თამაშში მოხსნიან...
simartle
20 დეკემბერი 2024 00:19
3
როგორ სეიზლება ყველა გამვლელ გამომველი იყოს მცვრტვნელი
pepe
19 დეკემბერი 2024 14:19
7
ამხანაგი რომანი Თავის სტიქიაᲨია ))) რატომაც არა? გასდის ჯიგარს ყველაფერი. Მიდით ამხანაგო რომან, ბოლომდე მიაწექიᲗ
დინამოელი
19 დეკემბერი 2024 13:33
2
კომენტარის დაწერას ვცდილობდი და ბოლოს იცით როგორ გამომივიდა? იმ ანეკდოტის არ იყოს - "იმ დღეს დაგინახე ქუჩაში მოდიოდი ვიფიქრე მივესალმებითქო და მერე გავიფიქრე - ერთი ამის კარგიც ..... " ასე ვარ უკვე კლუბ - უკაცრავად დინამოს აკადემიაზე - კლუბი და გუნდი აღარ არსებობს და რავი, წარმატებები სკოლა - ინტერნატს
იბერია
19 დეკემბერი 2024 12:59
1
მინდა ვუსურვო თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას , ახალ მწვრთნელს ბატონი ვლადიმერს წარმატებებს, ვოცნებობ დაუბრუნდეს ამ უდიდეს ისტორიის მქონე გუნდს , მინდა ვიამაყოთ ერთად, ორმოცდაათი წელზე მეტია ვგულშემატკივრობ აბა თქვენ იცით ძალა ერთობაშია, წინ გამარჯვებისკენ,
იბერიელი
19 დეკემბერი 2024 12:38
2
ოხ აშენებულა დინამო და ეგაა
roni
19 დეკემბერი 2024 12:36
3
:)))))))))))))) კაი რა!!
Pepelu
19 დეკემბერი 2024 10:07
3
ერთი ორი კარგი მარქშეიდერი აუცილებლად შესაყვანია სამწვრთნელო შტაბში!
llcl
19 დეკემბერი 2024 09:44
2
დინამოს აკადემიაში მუშაობა და მთავარი მწვრთნელობა ორი სხვადასხვა საქმიანობაა!! წარმატებები მინდა ვუსურვო კაკაშვილს მაგრამ ... ზაფხულის ბოლოს რიგით 23-ე მწვრთნელი იქნება დინამოსთვის
Pepelu
19 დეკემბერი 2024 09:31
3

სიახლეები პოპულარული