"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფან-კლუბის "ჯუნგლების" Facebook გვერდის ცნობით, ქუთაისური გუნდი მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.

შოტლანდიელი დამრიგებელი იმერულ კლუბს 2023 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და საქართველოს სუპერ თასის ტიტული მოიგო.

Geo Team-ის ინფორმაციით, კინს შესაძლოა, "ტორპედოს" მენეჯმენტში გარკვეული პოზიცია შესთავაზონ. "ტორპედო" ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან აწარმოებს, თუმცა როგორც Geo Team წერს, დიდი ალბათობაა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უცხოელი მწვრთნელის სასარგებლოდ მიიღონ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ მართლა ახალი კონკურენტუნატიანი გუნდის აშენენება უნდათ მოიწვიონ ქეცბაია. საუკეთესო ვარიანტი. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა კვიოროსზე და აქ ორმაგი შანსი ექნება თუ ბიუჭეტი იქნება
დათო
28 დეკემბერი 2024 21:33
11
ქეცბაიამ 20 მილიონიანი ბიუჯეტი მოითხოვაოო აბა 20-ათას ლარად ვის აუშენებია გუნდი ვერ ვხვდები თან გუნდიც უნდათ თან ფულსაც ზოგავენ და მოჭერით ბავშვი არ კეთდება ტორპედოოოოო
Nikoloz
05 იანვარი 2025 16:52
0
ძალიან კარგია რომ გაუშვეს კინი. მან ვერ ავარჯიშა გუნდი სათანადოდ და პირიქით უკან დაიწიეს ფეხბურთელებმა .კარგი მწვრთნელი ყავდა გორის დილას მარა ის ნოჰაში გაუშვეს . აი ასეთი მწვრთვნელები უნდა ჩამოიყვანონ რომლებიც შედეგს დადებენ.
Paolo
28 დეკემბერი 2024 20:39
5
ამ წუმპე ჩემპიონატში გინდა კინი მოიყვანეთ და გინდა ანჩელოტი. აზრი არ აქვს, სისულეებში იხარჯება ფული. უნდა იყოს სამოყვარულო, როგორც ფარერებშია და ვინ ნიჭიერია გადავა პროფესიონალურ ლიგებში. ისე, პრინციპში ფარერები მაინც გვიგებს ახლაც კი და ამაზე დაბლა მაინც ვერ დავეშვებით და ფულს მაინც დავვზოგავთ და კობიაშვილს და ა.შ. მილიონებს აღარ გავაკეთებინებთ არაფერში
ლუკა
28 დეკემბერი 2024 17:06
11

სიახლეები პოპულარული