"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფან-კლუბის "ჯუნგლების" Facebook გვერდის ცნობით, ქუთაისური გუნდი მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.

შოტლანდიელი დამრიგებელი იმერულ კლუბს 2023 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და საქართველოს სუპერ თასის ტიტული მოიგო.

Geo Team-ის ინფორმაციით, კინს შესაძლოა, "ტორპედოს" მენეჯმენტში გარკვეული პოზიცია შესთავაზონ. "ტორპედო" ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან აწარმოებს, თუმცა როგორც Geo Team წერს, დიდი ალბათობაა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უცხოელი მწვრთნელის სასარგებლოდ მიიღონ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ წუმპე ჩემპიონატში გინდა კინი მოიყვანეთ და გინდა ანჩელოტი. აზრი არ აქვს, სისულეებში იხარჯება ფული. უნდა იყოს სამოყვარულო, როგორც ფარერებშია და ვინ ნიჭიერია გადავა პროფესიონალურ ლიგებში. ისე, პრინციპში ფარერები მაინც გვიგებს ახლაც კი და ამაზე დაბლა მაინც ვერ დავეშვებით და ფულს მაინც დავვზოგავთ და კობიაშვილს და ა.შ. მილიონებს აღარ გავაკეთებინებთ არაფერში
ლუკა
17:06 28-12-2024
11
თუ მართლა ახალი კონკურენტუნატიანი გუნდის აშენენება უნდათ მოიწვიონ ქეცბაია. საუკეთესო ვარიანტი. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა კვიოროსზე და აქ ორმაგი შანსი ექნება თუ ბიუჭეტი იქნება
დათო
21:33 28-12-2024
10

სიახლეები პოპულარული