ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფანების "ჯუნგლების" Facebook გვერდი ავრცელებს ცნობას, რომ გუნდის რიგები 33 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა დატოვა.

იონსენმა გასულ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 23 გოლი შეაგდო და ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.

ის "ტორპედოს" გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდის რიგებს მთავარი მწვრთნელი სტივ კინიც დაემშვიდობა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
აზრი არაქვს უაზრო გუნდი უაზრო მენეჯმენტი უაზრო ჩემპიონატი...ერთადგილს ვთხრით და უკან უკან უკან მივდივართ ჯერ რაც ეს ფედერაცია მოვიდა საკლუბო ფეხბურთი უკან უკან მიდის ეროვნული კიდე ამ ფედერაციის დამსახურება ნაკლებია!!! თაობა წამოვიდა და ასე თუ ისე იყოო სტადიონები ყოფნიდათ რაც იყოო არაფერი წინსვლა ულუსვლა მხოლოდ თუ არ ჩავთვლით ევროპის ჩემპიონატის აქ ჩატარების არაფერი ღირებული არ გაუკეთებია ამ ფედერაციას....სუპერ თასის ფინალი ბარსას ჩემპიონობით წინა ფედერაციის დროს მოიგეს კარგად მახსოვს ვერავინ მომატყუებს....ამ ფედერარაციის დროს მხოლოდ ყ...ო...მ...არ....ი........და სირცხვილი ვნახეთ დინამოს და ბევრი ქართული კლუბის მონაწილეობით!!!
Karche ra
05 იანვარი 2025 16:35
22
შენ რომ ნაცი არ იყო, ერთ-ორ გადაბრუნებულ სიტყვას წინა ფედერაციაზეც იტყოდი, თუ სიჭინავამ ააყვავა ქართული ფეხბურთი?
გიო
05 იანვარი 2025 17:28
5
სწორია მიშას დროს კლუბები ყოველ წელს თუ არა ყოველ მეორე წელს ლიგის ჯგუფში შედიოდნენ! ევროპალიგაზე ხო საერთოდ ჯგუფიდანაც გადიოდნენ!! ნაკრები კიდო ევროპაზე კი არა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან გადიოდა ხოლმე!! საქართველოს ჩემპიონატი ისეთი სამართლიანი იყო 2011 წელს ორი ჩემპიონი გვყავდა ზესტაფონი და მეტალურგი! და ჩემიონატის საბოლოო ცხრილიც სრულად სპორტული პრინციპებით იყო “შედგენილი”!! წადი რა მიშისტებმა კბილები გაიხეხეთ!!! :))))))))))))
Pepelu
05 იანვარი 2025 16:53
2
ყველა გამოხმაურება
გამოდის რომ ესეც ერთწლიანი პროექტი ყოფილა?სტივ კინს გუნდში ყველაფრის მართვა რომ ჩაბარეს,მაშინ ეჭვი გამოვთქვი,რომ შეუძლებელია ერთი კაცი ყველაფერს გასწვდეს და ყველა საქმე ერთნაირად კარგად იცოდეს.ეტყობა ასე გამოვიდა და გუნდის დაშლის პროცესი ძალას იკრებს.ქუთაისში არ ვარ და რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს,ვერ მეცოდინება,მაგრამ ასე მგონია და მხოლოდ გამიხარდება,თუ ჩემი მსჯელობა მცდარი აღმოჩნდება და ტორპედო განვითარებას აგრძელებს.საქართველოში საფეხბურთო კლუბების გასაძლიერებელად,სულ ცოტა 5 კლუბის და მათი აკადემიების გამართული საქმიანობა და მძაფრი კონკურენციაა საჭირო.თუ მეტი იქნება,კიდევ უკეთესი.დღეს საქართველო, უკვე ევროპელი სკაუტების ყურადღების ქვეშაა მოქცეული და ქართველ ტალანტებს,ძველებურად უკვალოდ გაქრობის საფრთხე აღარ ემუქრებათ.აკადემიებმა,ყოველი ქვეყნიდან წასული ტალანტი,ახლით უნდა ჩაანაცვლონ და ეს პროცესი სტაბილური თუ გახდა,ადგილობრივი გუნდების დონეც აუცილებლად ამაღლდება.
სოსო
05 იანვარი 2025 16:04
1
ეეე კარგით რაა(( არა ღრუბლებში არ ვფრენ დიდი ხანია..და ვიცი 90% ფინანსებია ფეხბურთში წარმატება მაგრამ,...რავიცი ტორპედო მეგონა რომ 4-5 წლიანი პროექტი იქნებოდა კიდე შევცდი((( როგორც ბათუმის დინამოს იმ ზაფხულის დასრულებისას...არა და ორივე ქალაქს როგორი ქომაგი აღმოაჩნდა როგორი სტადიონები!! აუშენდა!! და 20-30 მილიონის ჩადებას ვერ უზრუნველყოფენ ეს ვითომ გალოანები და პერესები((( ა კიდე ის რომ ჩემი აზრით ძალიან ძლიერი მეკარე ჰყავთ ის მაინც არ გაუშვან ქაბაბის ფასად((
მირო+
05 იანვარი 2025 19:45
2
EXCLUSIVE: ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი - დირკ შუსტერი ⚫⚪
simartle
05 იანვარი 2025 18:48
0
ნაღდი შუსტერის რა არის?
დავითი
06 იანვარი 2025 08:46
0
ამის წასვლა დიდი დანაკლისია მარა აგერ ორ სამ დღეში შეთანხმება მიღწეულია და ოფიციალურად დანიშნავენ ყველაზე სახელიან და ჰაი ლეველის მწვრთნელს ჩვენი წყალწაღებული ჩემპიონატის კვალობაზე, საუბარია 46 წლის სერბ მენტორ ვლადიმირ ივიჩზე რომელმაც შარშან კრანსოდარი რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა მანამდე კი ისრაელის მაკაბი ორჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი ხოლო მეტი ადრე პაოკს საბერძნეთის მთავარ ლიგაში ასევე ვერცხლის მედალი მოაპოვებია და ევროპის ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. შარშან იონსენს თვიური ხელფასი 60, 000 $ ქონდა ბონუსებიანად ამ სეზონში კი 100, 000 მოითხოვა და ეს პირობა გუნდმა ვეღარ დაუკმაყოფილა. მოვა ეს მწვრთნელი რომელსაც 12 მილიონ $ გამოუყოფენ სეზონურად და მოიყვანს ძლიერ ლეგიონერებს, გაწმენდა უკვე მიდის ქართველი თუ უცხოელი ბალასტებიდან და ტორპედო პირობას ვდებ წელს სამ ეტაპს მაინც გადალახავს ევროტურნირზე და გაისად საჩემპიონო გზით შევა კონფერენს ლიგის ჯგუფში ნუ ნერვიულობთ გუნდს საკმაოდ მყარი და მსუყე ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია მითუმეტეს ჩვენი ლიგის დონეზე, რომ შევადაროთ სომხეთის ნოა რომელიც სომხეთის ყველაზე დიდ ბიუჯეტიანი კლუბია პიუნიკთან ერთად და შარშან გორის დილადან გაქცეულმა მწვრთნელმა კონფერენს ლიგაზე შეიყვანა მის ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ლეგიონერს მხოლოდ 25,000 $ დოლარი აქ თვიური გასამრჯელო, ამაზე მეტი კი შარშან ტორპედოში ფელიპე პირესს, და სახოს ჰქონდა იონსენის გასამრჯელო კი ზემოდ ვახსენე მთავარ მწვრტნელ სტივ კინს კი 40, 000 $ ქონდა. საკმაოდ ახლოდან ვიცი ეს ყველაფერი და ვიღაცის ორღობეში ნაჭორავებს არ ვწერ.
Giga
05 იანვარი 2025 17:05
4
გამოდის რომ სომხურმა კლუბებმა,უკეთესად გამოიყენეს ის ფული,რაც ჰქონდათ,ჩვენ კი გადამყრელები აღმოვჩნდით.ეს კლუბის მართვითი რგოლის(მენეჯმენტი) სუსტ მუშაობაზე მეტყველებს დ ქართული კლუბების ტრადიციული სენია.კარგი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი,უნდა შეინარჩუნო,სუსტი კი,უკეთესით ჩაანაცვლო.რაც უფრო მცირე ფინანსებით მოახერხებ ამას,მით უკეთესია კლუბისათვის და უკეთესი მენეჯერი ხარ.ქუთაისში ჯერ უკუპროცესი ჩანს და ღმერთმა ქნას,საქმე გამოსწორდეს.მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატისთვის დიდი ფულის დაბანდებას,დიდი არაფერი აზრი აქვს,რადგან მუდმივად ზარალზე ჯდომა,ინვესტორსაც აიძულებს ხარჯები შეკვეცოს,ან სულაც წავიდეს გუნდიდან.გადასაყრელი ფული არავის აქვს!ქართული უნივერსიტეტები უამრავ მენეჯერს ამზადებენ,ალბათ არც ისე ხარისხიანებს,მაგრამ მაინც ამზადებენ და თუ სპორტულ მენეჯმენტსაც შეასწავლიან,ნელნელა,აქაც გაუმჯობესდება მართვა და შედეგები.ევროპაში ნათამაშები ქართველი ვეტერანები,იქაური კლუბების მუშაობას საკმაოდ იცნობენ და ამ მიმართულებით თუ მიიღებენ განათლებას,ისინიც საკმაოდ ეფექტურები იქნებიან.კობიაშვილიც და იაშვილიც,გერმანიაში დიდხანს თამაშობდნენ,მერე იქვე მუშაობდნენ და სწორედ იქაური ცოდნის და გამოცდილების წყალობითაა,საქართველოს ნაკრებები ცოტა ფერზე რომ მოვიდნენ და პერსპექტივა გაგვიჩნდა.როცა ქართულ კლუბებში ასეთი ხალხი დაიწყებს მუშაობას,მართვა გაცილებით უფრო ეფექტიანი გახდება და შედეგებიც გაუმჯობესდება.
სოსო
05 იანვარი 2025 20:02
3
რა არი ვანგა ხარ?ოღონდ ერთმა წინასწარმეტყველობამ გაგისხა-მწვრეთნელი შუსტერი იქნება
Giga-ს
05 იანვარი 2025 21:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული