საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველი საბა კვირკველია კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს, - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.
"ტორპედომ" კვირკველიას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, იქამდე კი "რუბინის", "ნეფტეხიმიკის", მოსკოვის "ლოკომოტივის", "როტორის", "მეტალისტის", "გაგრას", "ნეფთჩის" და "ალ უჰდუდის" ღირსებას იცავდა.
კვირკველიამ ეროვნულ გუნდში 61 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.
ბევრი საინტერესო ქართველი ფეხბურთელი არის ვისი დამატებაც შეიძლება