"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველი საბა კვირკველია კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს, - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.

"ტორპედომ" კვირკველიას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, იქამდე კი "რუბინის", "ნეფტეხიმიკის", მოსკოვის "ლოკომოტივის", "როტორის", "მეტალისტის", "გაგრას", "ნეფთჩის" და "ალ უჰდუდის" ღირსებას იცავდა.

კვირკველიამ ეროვნულ გუნდში 61 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაცვის ხვრელი. არ დამიწყოთ ახლა იმის მტკიცება თურმე რა მაგარი მცველია და არ გამეგება ფეხბურთი. უკრაინასთან ამან წაგვაგებინა. და მრავალი სხვაც
Star lord
21:16 06-02-2025
12
ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე გუნდში 13 ფეხბურთელია რეგისტრირებული და გუნდს მწვრთნელი არ ყავს.
ქუთაისელი
20:29 06-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული