დირკ შუსტერმა გერმანულ პრესასთან "ტორპედოში" მისვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "ტორპედომ" გუშინ გვაუწყა, რომ 3 წლით კლუბი ცნობილმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა ჩაიბარა, რომელიც 2016 წელს გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სწორედ გერმანული გამოცემა "ბილდი" დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა შუსტერმა საქართველოში გადაბარგება, რაზედაც მშობლიურ გამოცემას დამრიგებელმა შემდეგი მიუგო:

"კლუბი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდა, რომ ჩვენთვის ბევრი გაეკეთებინა და საქმე დაენახებინა, რაც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო.

აქ იქმნება მართლაც საინტერესო პროექტი გამოცდილი პროფესიონალებით და ახალგაზრა ტალანტებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა შუსტერმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ტორპედოს და ქართულ კლუბებს
ლადო
22:15 11-02-2025
0
ყველაფერი კარგი, მაგრამ კვარას რაღას გადაწვდი. ასე გიშლის ნერვებს მისი წარმატებები? ცივი წყალი დალიე.
ქომაგი
20:59 11-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული