ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა გაიმარჯვა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ-მა „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვრაცხელია წინა ოთხი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად სასტარტოში არ დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ პენალტით ვიტინიამ დააწინაურა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, სიმამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ორჯერ დონარუმას კარი ძელმა იხსნა. პირველი ტაიმის დასასრულს კი დემბელემ დალაშქრა ბიზოტის კარი და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბრესტი“ შტურმზე გადავიდა, სიმას დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, რასაც დედაქალაქელთა სწრაფი კონტრიერიში და დუეს გოლი მოჰყვა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
მერე ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ და ბარკოლამ ვერ გაიტანეს. მაინც შეასრულა უსმანმა დუბლი და 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა. ხვიჩამ ლამაზი ფინტით შარდონე ჩამოიცილა, რომელმაც მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. იქამდე პსჟ 16 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში გასვლაზე „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
ბრესტი - პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ვიტინია (21, პენ), 0:2 დემბელე (45), 0:3 დემბელე (66)

alt"დიდებული ფეხბურთელია" - როტენი კვარაცხელიას შესახებ

altკვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება - ზედიზედ მესამე პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემპიონთა ლიგის მომგებია თუ არა,პსჟ,გამოჩნდება ბორუსიასთან,ბავარიასთან,ბარსელონასთან,რეალთან,ლივერპულთან თამაშებისას,სწორედ ლიგის ჩემპიონთა მოსაგებადაა შეძენილია კვარაცხელია,ბოლო
ექვსი წლის განმავლობაში პსჟ ერთხელ ფინალშიც კი გავიდა,წააგო ბორუსიასთან,დანარჩენ ბოლო წლებში,გადიოდა რვა ევროპის უძლიერესებში ე, ერთი ორჯერ ოთხ გუნდში მოხვდა,და აგებდა ყოველთვის მერე მათთან.ენრიკე ენდობა თავის გუნდს,და შეიძლება იგივე შეცდომა დაუდვას,როგორც ბოლო წლებში უშვებდა,ძალიან სჯერა გუნდურად თამაშის ის,იმიტომაც ვარსკვლავებმა წინა წლებში გუნდში მყოფმა, ვერ გაამარჯვებინეს ურთიერთ "ქიშპით", ამ ტურნირში,და ხვიჩამ კი სწორედ ტოპ გუნდებთან უნდა შექმნას განსხვავება,,რაც ვერ შესძლეს ვერც მესიმ,ნეიმარმა,მბაპემ,....და ვერც დემბელემ, და ეხლანდელმა ნაკლებად ვარსკვლავურმა მოთამაშეებმა,შესძლებს ?ხვიჩა, ამ გუნდურად ძლიერად მოთამაშე გუნდთან ერთად, ჩემპ. ლიგის მოგებას,ინდივიდუალურად გაბრწყინებით,მასზეა დამოკიდებული.ისე კი ყველაფერი ნორმალურად მიდის,ენრიკე როტაციით ათამაშებს ფეხბურთელებს,აძლევს სათამაშო დროს,საკმარისად, ამზადებს ბარსასთან,ლივერპულთან სათამაშოდ,და სადაც გაუჭირდებათ გატანა სხვებს ,კვარაცხელიას იმედით უყურებს,ეხლა ხვიჩაზეა დამოკიდებული ,ფარით დაბრუნდება დასასვენებლად საქართველოში,თუ ფარზე,ჩემპიონთა ლიგის შემდგომ
მ.ზ.
01:29 12-02-2025
1
მაგარი ტორმუზი გახდა. თუ ასე გაგრძელდა, 2 თვეში კაციშვილს აღარ ემახსოვრება.
რა დროს დაოჯახება იყო, კვარა, შენ რა გითხარი.
შოთა
01:21 12-02-2025
3

სიახლეები პოპულარული