ლამაზი გოლები... "ტორპედომ" "გაგრას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" "გაგრას" 2:1 მოუგო.

გაგრა 1:2 ტორპედო

დაძაბული თამაში გამოდგა. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, ტორპედოელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ შორიდან გამოზომილი დარტყმით გაუტანა რამან სციაპანაუს. მანამდე სციაპანაუმ ურთულესი ბურთები მოიგერია.

მეორე ტაიმი "გაგრას" შეტევებით დაიწყო და კარგ კომბინაციას მოჰყვა გიორგი პაპუაშვილის შესრულება. 1:1.

75-ე წუთზე "ტორპედო" მეორედ დაწინაურდა. ისევ კარგი კომბინაცია ვნახეთ, გიორგი კოხრეიძემ ჩააწოდა და ფელიპე პირესმა ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 1:2.

"ტორპედოს" გერმანელ სპეციალისტ დირკ შუსტერს კრისტალბეთ
ეროვნულ ლიგაში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ვერ მიხვდენ რო ეს შენელებული და უკლასო გიგაური რომ უსუსტესია საყრდენ ზონაში და სასწრაფოდ გასაზამენებელია მოსი ზონიდან ატაკეს გოლი ტიპი მიაცილებდა დასარტყმელად გაგრას ფეხბურთელს.
Mino
10:24 02-03-2025
0
გაგრას იბერიას გარეჯს უმაყურებლო გუნდებს რა აზრი აქ
ნოდარი
11:49 02-03-2025
2

სიახლეები პოპულარული