"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა 1:1 დასრულდა და მესამეც ამ ანგარიშით სრულდებოდა, თუმცა ბოლოს "დილამ" გადამწყვეტი ბურთი გაუტანა "ტორპედოს"...

იბერია 1999 1:1 დინამო ბთ

თბილისის "იბერია 1999"-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამი გამარჯვების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1:1 ითამაშა გიორგი ჭიაბრიშვილის "დინამო ბათუმთან".

39-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ ნიკა კალანდარიშვილის დაბალ კუთხეში გატანილით. მეორე ნახევარში კი იბერიელთა შეტევისას ჯერ ბაქარ ქარდავამ მოარტყა ბურთი ძელს, მერე კი იური ტაბატაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტით
შევარდა კარში - 1:1.

თელავი 1:1 დინამო თბ

დაძაბული თამაში გამოდგა. "თელავი" სწრაფი გოლით დაწინაურდა, კერძოდ, ვატო არველაძის ჩაწოდებულ კუთხურს დაჩი ცნობილაძემ მიაყოლა თავური - 1:0.

მე-13 წუთზე კი დინამოელები ათი კაცით დარჩნენ. თორნიკე მორჩილაძემ იუხეშა და არბიტრმა კოტე გიორგაძემ VAR-ზე გადამოწმების მერე გააძევა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მორჩილაძე შარშან "თელავში" თამაშობდა...

მიუხედავად ამისა, "დინამომ" ტაიმის შუაში გაათანაბრა. ვაკო გვილიამ მეკარის ბაქანთან ჩააწოდა და იქ მათე ვაწაძემ მოახერხა ზუსტად დარტყმა - 1:1.

ტორპედო 1:2 დილა

ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. აი, "დილამ" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მე-15 წუთზე ვნახეთ პირველი გოლი: დილას შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ცხრიანში დარტყმით გაიტანა, მაგრამ რადგან ადრე "ტორპედოში" თამაშობდა, გოლი არ აღნიშნა.

ორ წუთში კი იგივე გააკეთა ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა. ლამაზი დარტყმით გაათანაბრა და არც მან აღნიშნა: ღუდუშაური ხომ დილას ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ...

ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 86-ე წუთზე "დილას" სენეგალელმა ლეგიონერმა იბრაჰიმა დრამემ დაბალი დარტყმით, ოდნავ კუთხიდან გაიტანა და 1:2. დრამე მხოლოდ 7 წუთის შესული იყო მინდორზე.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგ გუნდს ტორპედო ერქვა და დინამო კიევს სსრკ ჩემპიონობა დააკარგვინა. რა შუაშია სახელი ტორპედო?
G.LA
15:17 16-03-2025
0
ტორპედოში არის სისტემური პრობლემათა მთელი ჭაჭვი შუსტერი სტივ კინი 2-ად ყალიბდება მოხერხება უნდა მთელ ჩემპიონატზე მეტი ბიუჯეტი გქონდეს და ამ წყალწაღებულ ლიგაშიც კი აუტსაიდერის თამაშს აჩვენებდე. მწვრთნელის ხელი არცერთ სათამაშო ასპექტში არ ჩანს დამდგარ ნელ უტემპო უინტენსივო უმოტივაციო ფეხბურთს აჩვენებს გუნდი გერმანელი შუსტერის ხელშიც. გიგაური სახო კვირკველია ჩერიფი და ხარაბაძე პირობას ვდებ საჩემპიონო გუნდის კი არა თავმოყვარე პირველი ლიგელის ძირითადშიც გაუჭირდებათ მოხვედრა. კომბინაციურ და მაღალ პრესინგს თავი გავანებოთ დისციპლინა კლუბს საერთოდ არ აქვს და ეს გერმანელი მწვრტნელის ხელში ძალიან გასაკვირია ფეხბურთელები დასეირნობენ და 80 წლების უნელეს ტემპში თამაშობენ ამას არ ჭირდება 15 ტურის გასვლა კარგი წვრთნელი ტონუსში მოყვანას და მოტივაციას რომ ირბინონ მისმა შეგირდებმა ამას პირველ ორ სამ ტურშიც ახერხებს ფიზმომზადების მწვრთნელი მგონი საერთოდ არ ყავთ ან თუ ყავთ ეს უფრო დიდი კატასტროფაა და ეს შუსტერი იონსენი უსაშინლესია გიგაური სახო კვირკველია მეტოქეზე მეტად თავის ფგუნდისთვის უფრო სახოფათონი არიან და არცერთს არ ცვლის თან ზამენაზე ამათზე ბევრად მოძრავი და სხარტი ახალგაზრდა ლეგიონერები ყავს და არცერთს არ ცვლის. სპორტული დირექტორი გარტყმაში არაა საერთოდ ფეხბურთი რა სპორტია და სჯობს პირველ რიგში ყველაზე დიდი ინვესტიცია ამაში ჩადოს კერესელიძემ მიცეს 50 000 $ ევროპულ გამოცდილ სპორტულ მენეჯერს და ისე დაულაგებს ყველაფერს 10 ტურით ადრე გაგიხდის გუნდ ჩემპიონს და იმ კონფერენს ლიგის ჯგუფშიც შეგიყვანს ამას დიდი მიხვედრა არ ჭირდება მარა როგორც ჩანს ვერ ელევა ლუზერ დირექტოეს. მწვრთნელშიც მაგრად შეცდნენ კიდევ ერთხელ ქეცბაიას ხელში ერთი არ ერბინათ და ესე ესეირნათ მინდორზე ისეთ დღეში ჩაყრიდა მომდევნო თამაშებში რეკორდს დაამყარებიბდა სირბილში და მონდომებაში მარა ან წყევლა გაქვთ და განგებამ ისევ უცხოელი ეხა გერმანელი მოგაყვანინათ რომელიც სამწუხაროდ სტივკინზე უარესს უშინაარსო თამაშს აჩვენებს მომდევნო შეხვედრებში 5-7 ათასი კი არა 500 კაციც აღარ მოვა თქვენს თამაშებზე და ღირსებიცახართ ამოუყვანეთ ხალხს ამ ტრუხა დაპირებებით ყელში ყველაფერი ასეთ ფრუსტრაციას არავინ ელოდა ამ სეზონში.
Michael
15:00 16-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული