მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „სტიაუასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რის შემდეგაც ქართველის პასით ასევე შეცვლაზე შესულმა მალიკ ფოფანამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში კი მიქაუტაძემ გაიტანა, ბოლოს ტიაგო ალმადასაც გაატანინა და "ოლიმპიკმა" გაიმარჯვა.
ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 9.4, flashscore 8.7, whoscored 8.6. გიორგის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
„ლიონი“ 45 ქულით მე-5 ადგილზეა და 28 მარტს „სტრასბურგს“ ესტუმრება.
ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - ჰავრი 4:2
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (22, პენ), 1:1 ტურე (31, პენ), 1:2 კაზიმირი (45+1), 2:2 ფოფანა (78), 3:2 მიქაუტაძე (82), 4:2 ალმადა (90+6)
FICHAJES: მიქაუტაძის შემდეგი გაჩერება პრემიერლიგაა - ქართველით ლონდონური კლუბია დაინტერესებული
https://www.youtube.com/watch?v=Bw0siUzdqao