
კოლხეთი 1913 0:2 გაგრა
ფოთში, ფაზისის სტადიონზე გაიმართა ეს მატჩი. განახლებულ სტადიონზე. ძალიან კარგი ამბავია!
"გაგრამ" სეზონში პირველად მოიგო, "კოლხეთი 1913" კი ბოლო ადგილზეა და ჯერ გოლი არ გაუტანია.
0:2... პირველი გოლი დავით გოცირიძემ გაიტანა თავურით, კერძოდ, ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებით.
მეორე ბურთი კი ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა მიითვალა: ინდივიდუალურ გარღვევას მიაყოლა ზუსტი დარტყმა.
საინტერესოა, რომ გოცირიძემ და
დინამო თბ 1:0 გარეჯი
"დინამო თბილისმა" ოთარ აფციაურის გოლით მოუგო საგარეჯოს "გარეჯს". ხანგრძლივი შეტევის მერე, აფციაურმა ზუსტად დაარტყა კარში.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა - 1:0.
დინამოელები წაუგებლად მიიწევენ წინ, 2 მოგება და 2 ფრე აქვთ. დებიუტანტი "გარეჯი" კი ჯერ მერვე ადგილზეა.
სამგურალი 0:0 იბერია 1999
პირველი ტაიმი საკმაოდ ტემპიანი იყო, ორივე გუნდი ქმნიდა მომენტებს. გოლი ვერ ვნახეთ, თუმცა დაძაბულობა იგრძნობოდა.
შარშან, წყალტუბოში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება იბერიელთა გამარჯვებით დასრულდა: 3:2, 4:3. თუმცა ამჯერად გოლი არ გასულა.
"იბერია 1999" ლიდერია, "სამგურალი" კი მეხუთე საფეხურზეა.
დინამო ბთ 1:0 ტორპედო
"დინამო ბათუმმა" რევაზ ინჯგიას მშვენიერი გოლით მოუგო ქუთაისის "ტორპედოს". ინჯგია ოთხი წუთის შესული იყო მინდორზე, როცა საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით გაიტანა.
ბათუმელებს 2 მოგება და 2 ფრე აქვთ, "ტორპედომ" კი ზედიზედ მეოთხედ წააგო. პირველ ტურში გამარჯვების მერე, ქუთაისელებს ქულაც არ აუღიათ...
დილა 6:1 თელავი
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ყველაზე დიდი სხვაობა და პირველი ჰეთ-თრიქიც - "დილამ" 6:1 დაამარცხა "თელავი".
გორელებმა პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში სამჯერ გაიტანეს. ჯერ ირაკლი ბუღრიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში, მერე კი შოთა შეყილაძემ ორჯერ გამოიყენა ოთარ ფარულავას პასი.
დაიწყო მეორე ნახევარი და შეყილაძემ 51-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გარე ტერფით 4:0 გახადა ანგარიში. ჰეთ-თრიქი. მალევე, ჟოაო არაუჟომ თავურით კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა.
67-ე წუთზე კი ვნახეთ "თელავის" მაგარი გოლი. 17 წლის დავით კუტალიამ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია... კუტალიას დებიუტი ჰქონდა, მხოლოდ 8 წუთის შესული იყო მინდორზე და ასეთი კარგი გოლით დაიწყო.
თუმცა "დილამ" მერე აღადგინა ხუთბურთიანი სხვაობა, კერძოდ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტი გამოიყენა.
erovnuliliga.ge
მაგრამ რის თქმა მინდა-მეთევზები,მეცხვარები,მეხანძრებიც მახსოვს,მაგრამ ისე არ გაცვდება სახნისი არ გამოვიდეს სადგისიო...
დინამო თბილისი ყოველთვის იყო და იქნება სხვა დონე.რაც არ უნდა მოხდეს მაინც გუნდია თავისი მარცხით და გამარჯვებით.ვიცი მაყურებლების სიმრავლითაც გიყვართ ტრიპაჩობა,მაგრამ რაოდენობა ხარისხ არასოდეს ნიშნავს.
დაშალეთ ეგ გუნდის მსგავსი და დაიწყეთ მესამე ლიგიდან,გაზარდეთ ფეხბურთელები და ათამაშეთ ისინი თუ გუნდი გინდათ.თუ არა და ვერც ავღანელები გიშველიან,ვერც ბრაზილიელები და მითუმეტეს ჩამოწერილი ფეხბურთელები.გაუშვით ეგ მწვრთნელიც,რას ერჩით კაცს,რატო უნგრევთ კარიერას,ფსიკიკას და ჯანმრთელობას,რა დაგიშავათ?