ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?

AutoSharing Option
ყაზახური Prosports.kz-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ალმათის "ქაირათის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება.

სლოვაკი სპეციალისტი საქართველოში დასაქმებამდე სწორედ ამ ყაზახურ გუნდში მუშაობდა - 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაო ორჯერ, ერთხელ კი ვერცხლი მოიპოვა. ამასთან, ვაისის "ქაირათმა" ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. რაც შეეხება "ქაირათს",  კახა ცხადაძის წასვლის შემდეგ ამ გუნდს კარლოს ალოს ფერერი წვრთნის.

სხვა ყაზახური საიტის, Sports.kz-ის ცნობით კი, ალმათის კლუბში
ვაისს მწვრთნელობის კანდიდატად ამ დროისთვის არ განიხილავენ, თუმცა თავად სპეციალისტი "ქაირათში" დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნებოდა...
მკითხველის კომენტარები / 14 /
მშვენიერი საიტი იყო.ვის სჭირდება ეს ''ბარდაგი''?..კარგს რად უნდა ცვლილება?..
0
ახლა ვისუნდა მიცეტ კიდე მილიონები .
merab
20:49 01-08-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული