- ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
ბორანბაევი გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:
"მსურს ნათელი მოვფინო ვითარებას და პრესასა და სოცქსელებში დასმულ მრავალ კითხვას ვუპასუხო, რომელიც ვლადიმირ ვაისის "ქაირათის" თავკაცის თანამდებობაზე დაბრუნებას უკავშირდება.
გარწმუნებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კლუბსა და ვაისს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც მისი კანდიდატურა
შეგახსენებთ, რომ სლოვაკი სპეციალისტი საქართველოში დასაქმებამდე სწორედ ამ ყაზახურ გუნდში მუშაობდა - 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაო ორჯერ, ერთხელ კი ვერცხლი მოიპოვა. ამასთან, ვაისის "ქაირათმა" ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. რაც შეეხება "ქაირათს", კახა ცხადაძის გათავისუფლების შემდეგ ამ გუნდს კარლოს ალოს ფერერი წვრთნის.