ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ქაირათ ბორანბაევმა უარყო ცოტა ხნის წინ ყაზახურ მედიაში გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, შესაძლოა, სამუშაოდ "ქაირათში" დაბრუნდეს.

- ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?

ბორანბაევი გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

"მსურს ნათელი მოვფინო ვითარებას და პრესასა და სოცქსელებში დასმულ მრავალ კითხვას ვუპასუხო, რომელიც ვლადიმირ ვაისის "ქაირათის" თავკაცის თანამდებობაზე დაბრუნებას უკავშირდება.

გარწმუნებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კლუბსა და ვაისს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და არც მისი კანდიდატურა
განხილულა "ქაირათში". ამ დროისთვის ჩვენ მთლიანად გუნდში კარლოს ალოს ფერერთან მუშაობაზე ვართ კონცენტრირებულნი".

შეგახსენებთ, რომ სლოვაკი სპეციალისტი საქართველოში დასაქმებამდე სწორედ ამ ყაზახურ გუნდში მუშაობდა - 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაო ორჯერ, ერთხელ კი ვერცხლი მოიპოვა. ამასთან, ვაისის "ქაირათმა" ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. რაც შეეხება "ქაირათს", კახა ცხადაძის გათავისუფლების შემდეგ ამ გუნდს კარლოს ალოს ფერერი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხადაძემ იქაც სესხი ხომ არ აიღო? რატომ გამოუშვეს.
კოტე
12:47 09-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული