"13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ახალ გუნდზე, გარემოსა და ნაკრებზე ისაუბრა.

ჩვენ გთავაზობთ იმ მონაკვეთს, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილის სერბეთთან მატჩში მომხდარ ეპიზოდზეა საუბარი.

- ვაისმა თქვა, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვაკო ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, მთელი ღამე არ უძინიაო. მართალია?
- მართლა ცუდად ვიყავი. პირველად აღმოვჩნდი ვითარებაში, როცა ყველგან ჩემზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ... 13-14 წლის ბავშვები მწერდნენ, წადი ნაკრებიდან, ეროვნულ გუნდში რა გესაქმებაო!

საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა
მიმექცია. არადა, ფაქტობრივად, მე დამბრალდა იმ თამაშის წაგება.

ისე გამოვიდა, თითქოს დავინახე ჯანო, მაგრამ ეგოისტურად მოვიქეცი და ბურთი არ გადავაწოდე... სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ვერ შევამჩნიე, თორემ რომ დამენახა, აუცილებლად მივცემდი პასს! მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. თუ "სან ხოსეში" კარგად ვითამაშებ, ძლიერ ევროპულ კლუბში გადასვლაც შეიძლება.

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 21 /
მართალი უთქვამთ ბავშვებს....თუ 24 წლის ასაკში „უბურთოდ“ და ბურთიანად მოედანს ვერ ხედავ, შენიანს ვერ ამჩნევ, თან გუნდის შეტევას აფუჭებ....რა გინდა ფეხბურთში?????
pelepele00
08 აგვისტო 2017 21:31
5
13-14 წლის არა, 33-54 წლის ხალხი გწერდა წადი ნაკრებიდან რა გესაქმებაო და მართალიც იყო , ძალიან არაპროფესიონალია და სწორედ ამიტომ არ ათამაშებდა მას პეტერ ბოში
ვახტანგი
08 აგვისტო 2017 23:37
7
სან ხოსადან ძლიერ ევროპულ გუნდში გადასული ვინ გინახავთ?
დინამო
08 აგვისტო 2017 17:09
3
ზოეგიერთის კომენტარს რო ვკითხულობ გაოგნებული ვრჩებით. შოტლანდიას უკლასნესი გოლით რომ მოგვაგებინა მაშინ ყველა ვარსკვლავად და ნაკრების ლიდერად თვლით და ერთი არგაკეთებული პასის გამო მიწაში ჩადეთ ლამის. თქვენბაირი გულშემატკივრები რომ გვყავს მაგიტომ გვყავს ასეთი ნაკრები
ირაკლიხასაია
08 აგვისტო 2017 21:42
6
შენნაირი გულშემატკივრები რომ გვყავდეს მუნდიალს მოიგებდნენ არა? ვაი
კობა
09 აგვისტო 2017 03:09
1
მსგავსი რამ შესაძლოა ნებისმიერ ფეხბურთელს მოუვიდეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად ზედმეტი წონით თავს წესრიგში რომ ვერ მოიყბანს, ეს უკვე სიზარმაცეა. ერთი წელი იჯდა პოლონეთში სათადარიგო სკამზე და პენსიასავით იღებდა ხელფასს. ჩემი აზრით უნდა სცხვენოდეს და ეხლა თუ ჰგონია ამერიკელ ფეხბურთელებს ნაკლები სირბილი სჭირდებათ, ან ვერ ამჩნევენ, რომ სუსტია ფიზიკურად, ძალიან ცდება. ასე თუ გააგრძელებს იქაც სკამის ხეხვა მოუწევს, ან სულაც ამოაგდებენ თამაშების განაცხადიდან. ესაა სწორედმიზეზი რის გამოც აღარ უნდა მიიწვიონ ნაკრებში. მის პოზიციაზე ფეხბურთელები არ გვაკლია.
murtalo
08 აგვისტო 2017 21:22
2
ზუსტად მაგაშია საქმე რო ვერ დაინახე! და თუ ასეთ მომენტში ვერ ხედავ პარტნიორს - ამიტომ ნაკრებში ჯერ ადრეა თამაში, თორემ ძლიერ ევროპულ კლუბში როცა გადახვალ ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებ.
VAKHTANG LOBZHANIDZE
08 აგვისტო 2017 17:51
5
ვაკო!!! ეხლაც არ მიაქციო ყურადღება ზოგიერთების კომენტარებსა. შენ სჭირდები ნაკრებს და ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებ, ზოგიერთების ჯინაზე!!!
tngh
08 აგვისტო 2017 20:13
6
,,საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა მიმექცია,,
გაიგეთ ხალხო, ჩასვარა ყველაფერი იმ თამაშში და თურმე მიხვდა, რომ უნდა დაიკიდოს ფეხებზე!
ასეთი რამ ყიფიანს, გუცაევს, დარასელიას ან სხვა ვინმეს მოსვლოდა, ერთი კვირა სახლიდან არ გამოვიდოდა სირცხვილით და დარდით!
ეს კიდევ, -საბედნიეროდ, დროულად მივხვდი, რომ ასეთი რაღაცებისთვის ყურადღება აღარ უნდა მიმექცია,,!!!!
წადი რა კოჭი გააგორე, ბურთის გორება რომ უნდა, ისე მაინც არ იცი და..
ყური მიგდე
08 აგვისტო 2017 18:28
10
ნებისმიერ მაღალი კლასის ნაკრებში მსგავსი შეცდომები დაუშვებელია. გამოწვეული შეცდომების სიმძიმე რაღაცით უნდა იგრძნოს ვინც ნაკრებში თამაშის პატივის ღირსი გახდა. თუ არადა მაშინ ნუღარ ვტირით ნაკრები საცდელ პოლიგონად აქციეს ზოგიერთებმაო.
ვაკო არ იმსახურებს ნაკრებში თამაშს!
ზვიადი
08 აგვისტო 2017 16:46
3
ჩვენ უბნის ბიჭები, უბანი უბანს რომ ვეთამაშებოდით, ყველას სხა და სხვა ტანსაცმელი გვეცვა, მარა ჩვენიანს მაინც ვარჩევდით, შენ ახალგაზრდა, თანაგუნდელს, რომელსაც შენნაირი ფორმა აცვია და მაინც ვერ არჩევ, ესე იგი თამაშიდან შორს ხარ, და სწორედ, რომ ერთი შეცდომა წყვეტს ხშირად თამაშის ბედს.არ გაგიგია შანსი ერთხელ გეძლევა და თუ ვერ გამოიყენე ანუ ვერ გაიტან შენ გაგიტანენ ისინი.
დათო
09 აგვისტო 2017 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული