ფიფას ახალი რეიტინგი - საქართველოს ნაკრები ისევ იქ

AutoSharing Option
10 აგვისტოს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებს წინა თვესთან შედარებით პოზიცია არ შეუცვლია და ამჟამად 290 ქულით 112-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ჩვენს ნაკრებს მატჩი არ ჩაუტარებია. 2 სექტემბერს "ჯვაროსნები" თბილისში მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ირლანდიას უმასპინძლებენ.

პირველ ათეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა - ბრაზილიის ნაკრები პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო გერმანია - მეორეზე. შვეიცარია და პოლონეთი თითო-თითო პოზიციით დაწინაურდნენ და მე-4, მე-5 ადგილებზე არიან.

ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა კი ორი ადგილით დაიწია და ახლა მეექვსეა.

ბელგიამ საფრანგეთის ადგილი
დაიკავა და მე-9 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საერთოდ რათ უნდა რეიტინგი საქართველოს ნაკრებს
1
112 ძალიან სიმბოლურია, მართლა შველა ჭირდება ჩვენს ფეხბურთს. ამაზე მიგვითითებს მსოფლიოც
beqa
23:19 10-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული