ორი რეზერვიდან - ვაისმა ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გამოიძახა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის მზადების პროგრამით 28 აგვისტოს პირველად შეიკრიბა და ივარჯიშა კიდეც. ქვეყნის პირველი გუნდი 2 სექტემბერს თბილისში ირლანდიას დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს კი გასვლაზე ავსტრიასთან ითამაშებს.

ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, გუნდი ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის 27 ფეხბურთელით მოემზადება. სლოვაკმა მწვრთნელმა ქვეყნის პირველ გუნდში თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და თბილისის "დინამოს" მეკარე ნუკრი რევიშვილი გამოიძახა. საქართველოს ნაკრები სასტუმრო "ჰუალინგში" იცხოვრებს.

ნაკრების დებიუტანტი ამ დროისთვის 19 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია. ვაისის არჩევანი ლოგიკურია. გოლებს რომ თავი დავანებოთ, სიხარულიძე
ზოგადად გამორჩეულია ჩვენს ჩემპიონატში და იმსახურებდა კიდეც სანაკრებო სიაში ყოფნას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება მკითხველს ადრე უკვე გავაცანით...



დაიწყო შეკრება და, ტრადიციულად, აგერ, ტრავმებიც. სამწუხაროდ, გუშინდელი ვარჯიში ამ მიზეზით გამოტოვეს გიორგი ლორიამ და ჯიმი ტაბიძემ. ნაკრების საექიმო შტაბი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერდიქტს დღეს ან ხვალ გამოიტანს. ეტყობა, სწორედ ლორიას ტრავმის გამო გახდა საჭირო ნაკრებში რევიშვილის გამოძახება. ის დღეიდან ჩაერთვება საწვრთნელ პროცესში.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.

27-ის გარდა, ვაისი კიდევ 7 ფეხბურთელს გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს: ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები როგორც ონლაინრეჟიმში, ასევე "დინამო არენის" სალაროებში იყიდება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
sagol avtor, sheni wina statiis damsaxurebaa siashi cvlileba, swori kritika iyo, sixarulidzis damatebas vgulisxmob
benzema
16:12 29-08-2017
0
ისე ირლანდიელები ძაან ყისმათა ხალხი რომ არის ეს საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ ყველა სერია ადრე თუ გვიან მთავრდება..და მთავრდება ზუსტად იმ მომენტში როცა მავანს ამის ყველაზე ნაკლებად სჯერა..
Vakhtang Lobzhanidze
14:56 29-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული