21:52 02-09-2017
საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისში, "დინამო არენაზე" ანგარიში ირლანდიელებმა უკე მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნეს. იმ ეპიზოდში აშკარა იყო ბურთზე გამოსულ გიორგი მაკარიძეზე უხეშად თამაში, თუმცა არბიტრმა შეინ დაფის გოლი მაინც ჩათვალა - 0:1.
დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეძლო უდიდესი სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა. 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1.
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლია. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა - ფრე 1:1.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ქულა მოიპოვა და D ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, სტუმრად ავსტრიასთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი (90, დავით ხოჭოლავა), ჯაბა ჯიღაური (75, გიორგი ჭანტურია), გიორგი ქვილითაია (85, გიორგი მერებაშვილი).
დღესვე ჩვენს ჯგუფში სერბეთის ნაკრებმა მოლდოვას მოუგო (3:0), უელსი კი მოგვიანებით ავსტრიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვაის შე ოჯახაშენებულო, შეცვლაზე კაცი დროულად უნდა შეიყვანო და არა თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე და ისიც დროის გასაყვანად, არაბიძე მე 60 ე წუთზე უნდა შემოეყვანა ჭანტურიას შემოსვლა არ იყო საჭირო, ტყუილად გამოვიდა , ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, ვაისი გასაშვებია და რამეფრად ცხადაძე დააბრუნეთ, მომდევნო შესარჩევამდე ააწყოს გუნდი ფედერაციის ჩაურევლად მწვრთნელის საქმეებში,სხვანაირად ფეხბურთი მკვდარია საქართველოში, კაკაბაძეს გამოვარჩევდი ბოლო თამაშიდან, ყველაზე თამამად ითამაშაკვეკვესკირს და გვილიასაც არა უშავდათ, ჯანოს უკეთესადაც შეეძლო თამაში და ყაზაიშვილსაც!
0
0
მერამდენედ უნდა დაუშვას შეცდომა ვაისმა და ვაპატიოთ, ეგ არ იყო რომ ამბობდა ფეხბურთელი მაკედონიის ჩემპიონატში რომ წავა რა უნდა მოკითხოვო, ეხლა უცბად რა მოეწონა ამ ფეხბურთელის. მერამდენედ უნდა დაუმტკიცოს არაბიძემ რომ ის დღეს ღირსია ნაკრებში თამაშის, თამაშიდან არ გამოსულა გოლის გარეშე, დროული შეცვლა მაინც გააკეთე შე დალოცვილო, როცა არაბიძე და მერებაშვილი გყავს ვისაც კაცის მოტყუება და თამაშის გამწვავება შეუძლია. ბოლოს ქვილითაია ვეღარ ინძრეოდა ისე დაირალა, თვითონ თუ ვერ აზროვნებს მრჩევლები ხომ ყავს მაინც, სადამდე ვუყუროთ და ვითვალოთ ვაისის შეცდომები კმარაააააააა.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული