- საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა
"გეთანხმებით, რომ ამ შესარჩევ ეტაპზე ირლანდიამ ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ძალიან ადრე გავიტანეთ გოლი. ვითამაშეთ დაცვიდან, იშვიათად ვფლობდით ბურთს. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე შანსი გვქონდა გამარჯვების, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებმა გვაჯობა თამაშში.
ჩვენი მიზანი იყო მოგება, თუმცა ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. ალბათ მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, თუმცა წინა
სერბეთთან სამშაბათის მატჩისთვის უკეთ უნდა ვითამაშით, ვიდრე დღეს. რთული იქნება მატჩი, თუმცა გამარჯვება შეგვიძლია.
რაც მე ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვარ, ეს მეოთხე თამაში იყო საქართველოს წინააღმდეგ. ყველა თამაში რთული იყო. საქართველოს ამჟამინდელი პოზიცია ჯგუფში რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს", - თქვა ირლანდიელთა მწვრთნელმა.
ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად Sportall.ge-სთვის