საქართველოს ნაკრები: შუა ხაზის შუქ-ჩრდილები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მალე უელსს (6 ოქტომბერი, შინ) და სერბეთს (9 ოქტომბერი, სტუმრად) დაუპირისპირდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

- ვლადიმირ ვაისმა უელსსა და სერბეთთან მატჩებისთვის 27-კაციანი სია გამოაცხადა

დაპირებისამებრ, ვაგრძელებთ ეროვნული გუნდის ცალკეული სათამაშო რგოლების ანალიზს. დღეს ნახევარდაცვასა და მის შუქ-ჩრდილებზე ვილაპარაკებთ.

- საქართველოს ნაკრები: ვინ შეუტევს უელსსა და სერბეთს?

ნებისმიერი გუნდის რაობას მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორედ ნახევარდაცვის თამაში. ასეა ყველგან და ასეა საქართველოს ნაკრებშიც. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის გარჯა ცოტა იმაზე მეტადაა დამოკიდებული შუა ხაზის გარჯაზე, ვიდრე ვისურვებდით, რომ
იყოს.

ოქრიაშვილის ფაქტორი
საქართველოს ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდია თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად და მის გარეშე. ის იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ეროვნული გუნდისთვის, ცოტა გვიჭირს კიდეც მისი მიკუთვნება რომელიმე სათამაშო რგოლისთვის, მაგრამ მოდით, ის მაინც ნახევარდაცვას "დავუტოვოთ".

Sportall.Ge

გვჯერა, ორი უახლოესი სანაკრებო მატჩისთვის ოქრიაშვილი ისეთივე მიზანსწრაფული, მწვავე და სახიფათო იქნება, როგორიც მის მიერ ჩატარებული სანაკრებო შეხვედრების უმრავლესობაში. ეს კი ვლადიმირ ვაისის გუნდს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება.

ვთქვათ ერთიც: მისი სახით საქართველოს ნაკრებს ორ უახლოეს შეხვედრაში მინდორზე ეყოლება ლიდერი - ფეხბურთელი, რომელიც ვერ ეგუება წაგებას და ეს ძალიან კარგია. გვჯერა - თუ ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეები რომელიმე მოთამაშეს უფრთხიან, ერთი-ერთი, უდავოდ, ოქრიაშვილია.

ჩვენ გვჭირდება ჩვენი კაპიტანი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამჟამად უკლუბოდაა. რა თქმა უნდა, ახლა მის კარიერაში არ დგას საუკეთესო პერიოდი, მაგრამ კანკავა ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან სჭირდება ეროვნულ ნაკრებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორ მატჩს ის მზადყოფნაში შეხვდება. მით უმეტეს, ამის მაგალითები უკვე გვაქვს: როცა ჯაბა მზად არ იყო ხოლმე ნაკრებში სათამაშოდ, ის ამას ყოველთვის ღიად ამბობდა.

Sportall.Ge

ავსტრიასთან მატჩის მეორე ტაიმმაც გვიჩვენა, თუ რამხელა მნიშვნელობის ფეხბურთელია კანკავა საქართველოს ნაკრებისთვის. მე ასე მგონია: კანკავას მაშინ მკვეთრად რომ არ მოემატებინა თამაშისთვის, ავსტრიელები აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებში ჯერ არ არის ფეხბურთელი, ვისაც შეუძლია, სრულფასოვნად შეცვალოს კანკავა თავისი დიდი გამოცდილებითა და სათამაშო თვისებებით. ახლა ასეა და მომავალში რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ.

ალბათ, უფრო ტვინით...
ამა თუ იმ ფეხბურთელზე იტყვიან ხოლმე, გუნდის ტვინიაო. საქართველოს ნაკრებში ასეთი რამ თუ ვინმეზე ითქმის, ეს ჯანო ანანიძეა. ბოლო ორ სანაკრებო შეხვედრაში მან დაგვარწმუნა, რომ მისი იმედი კვლავ შეიძლება გვქონდეს. მეტიც, თუ მისი თამაში შეიძენს მეტ სტაბილურობას, საქართველოს ნაკრებს შეუძლია, მეტ პროგრესს მიაღწიოს.

ახლა მთავარია, მორიგმა ტრავმამ, რომელიც, საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა სერიოზული, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ იმოქმედოს. პრინციპში, ანანიძემ უკვე იმდენი ტრავმა გადაიტანა, ისიც უთუოდ ეცოდინება, როგორ დაძლიოს ფსიქოლოგიური სტრესები.

Sportall.Ge

ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანო ამ ეტაპზე შეუცვლელი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის და როცა ის მოედანზეა, ჩვენი გუნდის სათამაშო პოტენციალი მნიშვნელოვნად მატულობს.

პრობლემები
ყველა თამაშის წინ საქართველოს ნაკრებში არის გარკვეული პრობლემები და უელს-სერბეთთან მატჩებიც არ არის გამონაკლისი. რამდენიმე მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ეს ჩვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანზე ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ და ეს გამონაკლის შემთხვევად უნდა ჩავთვალოთ. უნგრულ "დიოშდიორში" ვეღარ ვხედავთ მურთაზ დაუშვილს. არადა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რომ მას თავისი ბრძოლისუნარიანობით და თავდადებით სარგებლობა მოუტანია ეროვნული გუნდისთვის.

ბატე-ში ძალიან ცოტას თამაშობს ვაკო გვილია და ესეც ძალიან სამწუხაროა, რადგან ბოლო პერიოდში ის ერთობ საჭირო კაცი გახდა ნაკრებისთვის. ისე ჩანს, გვილიას წასვლა უნდა ბელორუსის საუკეთესო კლუბიდან და ეს ბორისოველთა ხელმძღვანელობამაც იცის. ჩემი აზრით, გვილია ამ ეტაპზე მართლაც არის მზად, ძალები უკეთეს კლუბში და უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯოს.

ჩანს ისიც, რომ გვილიას ბატე-ს შეფობასთან ურთიერთობა სწორედ საქართველოს ნაკრების გამო აერია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ბოლო დროს ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი გუნდისთვის, "ხერხემალს" რომ უწოდებენ. მის თამაშში დიდი რაციონალიზმი და ამასთან ერთად, კრეატივისკენ ლტოლვაც გამოსჭვივის და ეს თვისებები ნაკრებს აუცილებლად სჭირდება.

ჯოკრები
ჩანს, გიორგი ჭანტურია კარგ ფორმაშია. ტრავმის შემდეგ ის უკვე იღებს სისტემატურ სათამაშო პრაქტიკას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ის იმ როლს ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც წლების განმავლობაში თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ გუნდებში, თუმცა მას აშკარად შეუძლია, რომ თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყოს.

გიორგი არაბიძე "შახტარის" მეორე გუნდისთვის გადაიზარდა, თუმცა ჯერაც იქ თამაშობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს ნაკრებს, მისი დღევანდელი რესურსიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ აქვს უფლება, არაბიძის სათამაშო უნარები არ გამოიყენოს.

მას არ ჰქონია შანსი ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებში. ავსტრიასთან კიდევ გასაგებია - იქ საქართველოს ნაკრების მთავარი ყურადღება მაინც დაცვაზე იყო გადატანილი. ჩვენ ძალიან გვინდა, პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ შესარჩევ ციკლში და, ალბათ, მაინც უელსს უნდა დავუმიზნოთ, რომელიც ადრე არაერთხელ გაგვიმწარებია. ბრიტანელებთან კი აუცილებლად გამოგვადგება არაბიძე - ტექნიკური, გოლზე დაგეშილი, ზუსტი დარტყმის მქონე...

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ბრიტანელები, სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ ხშირად დაარღვევენ თამაშის წესს. "სტანდარტულების" შესრულებაში კი საქართველოს ნაკრებში არაბიძეს ბადალი არ ჰყავს, თუმცა...

უკვე ირკვევა, რომ არაბიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული. ეს არ არის ტრაგედია, თუნდაც, ფეხბურთელის ასაკიდან გამომდინარე. პირველ ნაკრებში სკამზე ჯდომას, ახალგაზრდულში თამაში სჯობია. ეგაა, მაინც არ გვტოვებს შეგრძნება, რომ მას, თუნდაც ამ ასაკში და ამ სათამაშო კონდიციებში, მაინც შეეძლო, სარგებლობა მოეტანა საქართველოს მთავარი გუნდისთვის...

ახლა მთავარია, არაბიძემ პროფესიონალიზმი გამოავლინოს და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კარგი თამაშით დაამტკიცოს, რომ მასზე ამხელა ავანსები ტყუილად არ გაგვიცია. არაერთხელ შექმნილა შთაბეჭდილება, რომ ასაკობრივ ნაკრებებში არაბიძე ისე ვერ თამაშობს, როგორც ეროვნულ გუნდში...

გიორგი მერებაშვილს კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას - აგერ, გუშინწინაც გაიტანა გოლი. ზოგადადაც, მისი დღევანდელი სათამაშო ფორმა იმედით განგვაწყობს, რომ გიორგი შეძლებს და ორ უახლოეს მატჩში სარგებელს მოუტანს საქართველოს ნაკრებს.

ალბათ, მხოლოდ ოთარი და ჯაბა...
პრინციპში, ნახევარდაცვის ხაზში ფეხბურთელთა შერჩევისას ვაისს ვერ დავემდურებით. ნაკრებში ხვდება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც უნდა ხვდებოდეს და რა რესურსიც გვაქვს, ალბათ, სანაკრებო სიის შედგენისას მას ბოლომდე ვიყენებთ.

და მაინც, ნებისმიერი სანაკრებო შემადგენლობა მსუყე თემაა განსჯისთვის, კამათისთვის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის საღერღელს რომ აგიშლის კაცს. ვაისმა თავისი საქმისა უკეთ იცის. უბრალოდ, როგორც ამ წერილის ავტორს, ალბათ, შემიძლია, მკითხველს ჩემი სუბიექტური აზრი შევთავაზო.

ვუყურე ქართულ "კლასიკოს" და აღტაცებული დავრჩი ოთარ კიტეიშვილის თამაშით. მან ახლახან მოიშუშა ტრავმა და დაბრუნდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პირიქით - წაადგა კიდეც ეს იძულებითი პაუზა.

თუ საქართველოს ჩემპიონატიდან, თუნდაც უბრალო დეკორაციის სახით, უნდა იყოს ფეხბურთელი, ეს, ალბათ, სწორედ კიტეიშვილია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენი პირველობიდან გამოკვეთილი კანდიდატურა არ ჩანს.

თავისუფლად შეიძლება, სანაკრებო შანსი მიეცეს ჯაბა ლიპარტიას. ფაქტია, ბოლო წლების განმავლობაში ის სტაბილურად თამაშობს, სანაკრებო შანსს კი იშვიათად იღებს. არადა, ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და, მათ შორის, საკადრო დეფიციტიც.

დასკვნა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით - ნახევარდაცვა ჩვენი გუნდის საუკეთესო სათამაშო რგოლია. დღეს იქ იმხელა რესურსი ვეღარ არის, რამხელაც იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ფეხბურთელების ჩამონათვალიდან გამომდინარე, ესეც საკმარისია არა მხოლოდ საშუალო, არამედ საშუალოზე უკეთესი გუნდისათვისაც კი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
უელსს უნდა ვურქინოთ სხვა გზა არ არის!!!!!
ხალხური
30 სექტემბერი 2017 23:22
0
რა ჰუპნაგელი საიდან მოიტანეთ იმ მეორე ლიგაშიც ვერ თამაშობს ნორმალურად
achi
30 სექტემბერი 2017 13:11
0
ყაზაიშვილი ფორვარდია? რატო არ ახსენეთ? მაკარიძე, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, გვილია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი, ქვილითაია. ამ სასტავს დააყენებს ვაისი.
revaz
28 სექტემბერი 2017 20:10
0
კანკავა, რათქმა უნდა ზედმეტია. ბიჯო, კი გასაგებია, გამოცდილია, იქ ფეხს მოტევას, იქ ბურთს მოიგერიებს, ჩაშლის. ერთს ჩაშლის სამს არა, ნუ ბოლოსკენ 15- ჰა, ჰა 20 წუთს მივცემდი. ან რას ელით 2 წელიწადია არ უთამაშები. ალბათ გვილია 1 ტაიმის მეტს ვერ გაქაჩავს, აბურჯანიაა ფორმაში, ესპანური ხედვით და არა სკვითური, აბურჯანია და კვეკვე არის საწყისი, მერე შეხედავ. აბუ, ბურთს რომიიღებს მის საჯარიმოში, მეოქის საჯარიმოში შიგნით შედის, მაგრა ურტყამს, პასი კაიაქ და რაც მთავარია ჯანზეა და ასაკიც კაიაქ. კვეკვე გვერში ეყოლება. ამ ჭანტურიას დაცვაში ათამაშებთ? აპა მაგას საჯარიმოში არ შეუშვებენ და, 20 წუთი თუ იტამაშა მაქსიმუმია, და დვალიშვილი კიდე. მაგას დღეს ბეგლარიშვილიც , ზარანდიაც, მერებაც, სხირტლაძე ჯობია. ოქრიც ჰა-ჰა 20-25წუთი. ბოლოსკენ შეილება მაგენის შემოყვანა. ასევე ჰუფნაგელს ჩავსვამდი სასტარტოში. და საერთოდ, რა პროვინციალიზმია. პაპუნაშვილმა, კაკაბაძემ, აბურჯანიამ, ებრალიძემ და ჰუფნაგელმა უნდა ითამაშონ,მერებამაც.ამათმა უნდა ითამაშონ გაისად და დააყენე რა ახალი სასტავი,ლ მიაჩვიე და დადებ შედეგს. მაინც წაგების გეშინიათ და მითუმეტეს წააგებთ და რას კარგავთ. თუარადა ამოტხარეთ აკოFი და ჩაწექით შიგნით ფედერაციიან, მწვრთნელიან დვალიშვილიანად და თამაშიც მერე იქნება წაგაყარონ თავზე და ასე თუ გვეშველება. სხვა გზა არაა
vaso
28 სექტემბერი 2017 12:59
0
მიუხედავად დიდი პატივისცემისა კანკავა ზედმეტია აქ, ძალიან ვისურვებდი ძირითადში მერაბიშვილის ხილვას ასევე არაბიძესაც უნდა მიეცეს თამაშის საშუალება.
gg
27 სექტემბერი 2017 23:39
0
კი მაგრამ კვეკვესკირს რომ არ ახსენებთ რა მაფიაა?
Sergi
27 სექტემბერი 2017 22:37
1
სრულიად გეთანხმებით, ის ნამდვილი დირიჟორი იყო მოლდოვასთან მეორე ტაიმში და მისი დამსახურებაა რომ მოლდოვასთან არ წავაგეთ. წარმატებები და უკეთესი გუნდი ეკუთვნის ამ ბიჭს.
roma
28 სექტემბერი 2017 10:29
1
თუ ვინმე სჯობია იყოს საყრდენ ზონაში ეს კვეკვესკირია! ლელოს ალბათ რამსები აეშალა!
გიორგი
28 სექტემბერი 2017 07:55
1
რაღა კომენტარი უნდა
ვასო
27 სექტემბერი 2017 22:00
0
დვალიშვილზე რატომ არაფერს წერთ, ბოლოს რომელ საუკუნეში გაიტანა გოლი?
status quo
27 სექტემბერი 2017 21:35
0
ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რატომ ლობირებთ ჯაბა კანკავასა და გიორგი ჭანტურიას? ჯაბა კანკავა კარგი ფეხბურთელი იყო მართალია, მაგრამ იგი ახლა უკლუბოდაა და ბევრ შეცდომებსაც უშვებდა ბოლო თამაშებში, ახლაც ბევრ შეცდომას დაუშვებს დარწმუნებული ვარ , რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, არასაკმარის დროს თამაშობს და საკლუბო დონეზე ბევრი შანსი ეძლევა და იმ ბევრიდან ცოტას იყენებს ( 2 პენალი გაიტანა მაგალითად 3 გოლიდან 9 მატჩში ) , მის დაყენებას ისევ ახალგაზრდა და ნიჭიერი არაბიძე სჯობს, მოტივირებული მაინც იქნება... ან თუნდაც ჩაკვეტაძეს უნდა მივცეთ შანსი ...
ვახტანგი
27 სექტემბერი 2017 19:33
0
ნეტა ფრეს თუ დააჯენს ისევ!!?? ან ეს ფრეები რას გვშველის ვიცოდე მაინც!!? ბოლო თამაშებია და მერე ივლის ნაკრები ხან სომხეთში ხან აზერბაიჯანში ოჩერედობით.
კინკილა
27 სექტემბერი 2017 17:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული