ბიძინა ბარათაშვილი: ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ორი შესარჩევი მატჩი უელსსა და სერბეთთან. არის იმედი, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ასევე არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ერთა ლიგის ფორმატიდან გამომდინარე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ ორ შეხვედრაში ნაკრებს... მოგება სულაც არ აწყობდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ორი მატჩი ძალიან საინტერესოა. მოახლოებული შეხვედრების შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ჩვენს კოლეგას, ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ბიძინა ბარათაშვილს...

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებს აღარ აქვს ჯგუფური ბარიერის დაძლევის შანსი, უელსსა და სერბეთთან შეხვედრებში მე
უფრო პროფესიული ინტერესი მაქვს.

არ მივეკუთვნები ვლადიმირ ვაისის არც მეხოტბეთა და არც იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მას აბრალებენ. შექმნილ სიტუაციაში მაინც მგონია, რომ ვაისმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამიტომ მე მაინტერესებს, რამდენად იქნებიან ნაკრებში ახალი სახეები, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რათა მოხდეს მათი ადაპტირება გუნდში...

ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთა ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენთვის, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ.

რეალურად, როცა ამ შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, პირადად მე მქონდა იმედი და ამბიცია იმისა, რომ მოვახერხებდით ბოლომდე ბრძოლას ორ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნები ვაისის მიმართ...

მეორე საკითხია, ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია თუ იმ რეალობის, რომელშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ მდგომარეობამდე მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა...

გეთანხმებით, ძალიან დელიკატური სიტუაციაა შექმნილი ამ ორი მატჩის წინ ერთა ლიგის ფორმატის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არსებობს ორი აზრი და ორივე აზრს აქვს არსებობის სრული უფლება. მე სპორტული პრინციპებისა და ფეარ-პლეის ბოლომდე დაცვის მომხრე ვარ. ბოლოს და ბოლოს, უფრო მაღალ კალათაშიც შეიძლება წარმატებით ითამაშო, თუ შეგწევს ამის ძალა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომელსაც, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, აქვს არსებობის უფლება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი, რომელიც პრაგმატიზმს ეფუძნება.

ასეთი მიდგომა თვით გერმანელებსაც კი გამოუყენებიათ. დავიწყოთ 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან. გერმანიის ნაკრები ორჯერ შეხვდა უნგრეთის "დიდ გუნდს" და პირველი, არაფრის მომცემი თამაში 3:8 წააგო, მეორე გუნდი გაიყვანა. მერე კი ფინალში მოუგო იმავე უნგრელებს...

კარგი, დავუშვათ, ეს ამბავი მაინც ლეგენდასავითაა და კაცმა არ იცის, შეიძლება იმ "დიდ გუნდს" მართლაც მოეგო გერმანელებისთვის. მოვიყვანოთ შედარებით ახალი მაგალითები, რომლებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს...

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველას გვახსოვს, რაც მოხდა. გერმანიისა და ავსტრიის ნაკრებებმა ალჟირი ჯგუფში ჩატოვეს. მერე გერმანელებმა იმ ჩემპიონატზე ფინალში ითამაშეს... მაგალითად, დანიელებისა და შვედების ცნობილი ფრე...

შეიძლება ეს არ ეხება პირდაპირ ამ თემას, მაგრამ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ან თუნდაც იტალიაში, მრავლად არის მაგალითები იმისა, თუ როგორ მოითხოვენ ამა თუ იმ გუნდის გულშემატკივრები თავიანთი კლუბების ფეხბურთელებისგან წაგებას, რათა მათი "მტერი" გუნდები დაზარალდნენ...

ასეთ შემთხვევებში შეიძლება მოტივაცია ბევრი რამ იყოს - პრაგმატიზმი, სიძულვილი... ფაქტია, რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ეს გათვლებიც...

მაგრამ არის მეორე მომენტიც - სტრატეგიას ადგენს ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ მხოლოდ თეორიულად შესაძლებელზე ვმსჯელობთ. დავუშვათ, თუ ეს გათვლა მართლაც იქნება და საქართველოს ნაკრები ერთა ლიგიდან მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, მაშინ არ მგონია, გულშემატკივარს განსაკუთრებით მწარედ გაახსენდეს უელსსა და სერბეთთან წაგება. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაშინ უკვე კრიტიკის ზღვა წამოვა.

მოკლედ, ძალიან დელიკატური საკითხია. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...

რაც შეეხება გარეთ ბეილის არყოფნას საქართველოს ნაკრებთან მატჩში, წაუვა თუ არ წაუვა თამაში, ბეილი როცა მინდორზეა, სულ სხვანაირი მოტივაციაა პარტნიორებისთვის. ის ნამდვილი სუპერვარსკვლავია...

სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კარგია, ბეილი რომ არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარს მოაკლდება სიამოვნება, ნახოს თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი. ესეც არ იყოს, ფეხბურთელი, ზოგადად, უფრო მეტს სწავლობს ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებით. ფაქტი ერთია - უელსის ნაკრები ბეილის გარეშე გაცილებით სუსტია, ვიდრე მასთან ერთად და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოლდოვასთან რომ ორივე თამაში მოგვეგო, სახლში სერბეთთან ფრე მაინც გვეთამაშა( ვიგებდით პირველ ტაიმს), ირლანდიისთვის სახში მოგვეგო, ავსტრიასთან თუნდაც ფრე მაინც გვეთამაშა. ეხლა გასვლის შანსი შერჩენილი ექნებოდა ჩვენს ნაკრებს.
დამისახელეთ ამ თამაშებიდან რომელს ვერ მოიგებდა მაღალი კლასის მწვრთნელი.
ამის შემდეგ რომ კაცს ვაისზე კარგის სათქმელად ენა მოუბრუნდება
lashamax
06 ოქტომბერი 2017 14:18
1
ლიტვის ნაკრებმა მალტასთან ფრედ ითამაშა,აზერბაიჯანი-დამარცხდა ჩეხებთან და ჩვენ მოგვეცა შანსი ,,ერთა ლიგის,, ც-დივიზიონში გამწესების.დარჩენილ ორ მატჩში ოთხი ქულა დიდი ალბათობით საკმარისი უნდა გახდეს(ლიტვა უნდა დამარცხდეს შინ ინგლისთან,აზერბაიჯანი-გერმანიაში,ბელორუსი-შინ ჰოლანდიასთან და საფრანგეთში)...
,,ც,,დივიზიონში 39-ე ადგილზე განთავსებული ნაკრები მოხვდება სამგუნდიან ქვეჯგუფში,სადაც შესაძლო მეტოქეები იქნებიან ესტონეთი და კვიპროსი(ან ფინეთი) ,ხოლო ნახევარფინალში მეტოქე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და შესაძლო მეტოქის ძალა მხოლოდ დღევანდელი მოცემულობით განვსაზღვროთ არსებული რეიტინგით:ე.ი. დღევანდელი რეიტინგით ყველაზე შესაძლო ბულგარეთი(ან იგივე დონის ნაკრები),ფინალში-შოტლანდია(ან დაახლოებით მისი დონის)....
-რანგით ბოლო ,,ც,,-დივიზიონში პირველ ქვეჯგუფში ჩვენი ეროვნული ნაკრების შესაძლო მეტოქეები იქნებიან აზერბაიჯანი,ბელორუსი და სომხეთი. შესაძლოა მაკედონიამ გადაასწროს სომხეთს,რადგან დარჩენილი აქვს შეხვედრები გასვლაზე იტალიასთან და შინ-ლიჰტენშტეინთან,ხოლო სომხეთის ნაკრებს გასვლაზე-ყაზახეთში.რეალურად ალბათ მაინც აზერბაიჯანი,ბელორუსი,მაკედონია,ხოლო მაშინ ,,ც,,-დივიზიონში უკვე ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქე იქნება სომხეთი,ხოლო ფინალში-ყაზახეთი ან მოლდოვა....
პ.ს. მხოლოდ დადებითი შედეგისთვის,პრესტიჟისთვის უნდა ვიბრძოლოთ უელსთან და სერბეთში(სავარაუდოდ შესაძლოა უკვე საგზურმოპოვებულს მოტივაცია შედეგზე ნაკლები გააჩნდეს,მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ,,დავეხმაროთ,, უელსის დამარცხებით),გავიუმჯობესოთ რეიტინგი,როგორც ,,ერთა ლიგისთვის,, ასევე უფრო მნიშვნელოვანი ტურნირის,შესარჩევის წილისყრისთვის ,რომ უფრო მაღალ კალათაში მოვხვდეთ და შევამციროთ ,,გრანდის,, მოხვედრის შესაძლებლობა შესარჩევის ჯგუფში!
ზაზა
06 ოქტომბერი 2017 11:39
0
უკაცრავად,მაგრამ არავითარი ,,ჯოხი ორი ბოლოთი,, არ არის,....როცა პრესტიჟზე,გამარჯვებაზე არ ფიქრობ,მაშინ შედეგი არასდროს არ იქნება!..ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი დიდი მოტივატორია და მასთან გამარჯვება პრესტიჟულია,ხოლო უმდბალეს,,ც,,დივიზიონში მოხვედრა -სირცხვილი.... მოყვანილი მაგალითები ისტორიიდან სრულიად შეუსაბამოა აღნიშნულთან-უნგრეთის ,,დიდი,,გუნდი მართლაც ძლიერი იყო გერმანიაზე და ფინალში სხვადასხვა გარემეობებმა ითამაშეს როლი(ტრამვირებული პუშკაში,მსაჯის შეცდომები,გერმანელთა დოპინგი...),82-ში 1-0 გერმანიის მოგებით ავსტრიასთან ორივე ნაკრები გადიოდა შემდეგ ეტაპზე.ნებისმიერ სხვა ანგარიშზე ერთ-ერთი ჩარჩებოდა ჯგუფში(ალჟირი გადიოდა).დანია-შვედეთის 2-2 -ით ორივე ნაკრები გავიდა 1/4-ფინალში და ჩატოვეს ჯგუფში იტალიელები...
ზაზა
06 ოქტომბერი 2017 11:36
0
ეს რა პოზიცია ნახეს რა- ვაისმა ვერ გააკეთა, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა... ფეხბურთელებიც არ ყავს სათანადო...
ეგ მამაცხონებული, არ იცოდა რა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდსი მოდიოდა? ან მაგისი დაწყობილი შემადგენლობა რამეს გავს-ვერაფრით იპოვა ძირითადი ბირთვი და ვერც სათადარიგო შემთხვევებისთვის... ერთი ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო... ბონუსურ სისტემას დათანხმდაო..აფერისტია და უმუშევრაი იყო-
იმაზეც ტანახმა იყო, რასაც გამოიმუშავებდა..ახლა, კობის თავისი ნაქნარის ალოკვააღარ უნდა და დაატრიალეს აზრი- შედეგეი არაა, მაგრამ უნდა დარჩეს მწვრთნელიო !
ვაის, შენით მაინც წადი ბიძიკო შინ!
ყური მიგდე
06 ოქტომბერი 2017 10:37
1
რა მოხდება ღმერთმა იცის,მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ.უსუტეს ჯგუფიდან ევროპაზე გინდაც გავიდეთ ,მათთან თამაშით ნაკრები კიდევ უფრო დასუსტდება და იქ თავი მოგვეჭრება და ისედაც მათხოვრობით გამდიდრებას,საკუთარი შრომით მოპოვებული ალალი ლუკმა მირჩევნია.
სოსო
05 ოქტომბერი 2017 23:05
0
ვაა, ჯუმბერას როგორა გავს პატიაშვილს.
გურამა
05 ოქტომბერი 2017 22:38
1
ასეტი სტატიის მერე სტადიონზე როგორ ცავიდე.მირჰევნა სახლსჰი დავჯდე იქ უყურო.მოვიგებტ მარა არ მოვიგებტოს საყურებლად არ მცალია ნაგდად.ასეტი განსახილველი ტემა მსოფლიოსჰი ალბატ არცერტ ქვეყანასჰი არ არსებობს.ჯერ არცერტი არ მოგვიგიადა ეს მაფიოზა ხალხი გვეუბნება ტუ დაგვჰირდება მოვიგებტო.რას მოიგებენ ნახავტ ვინც მივა გინებიტ გამოიქცევა იქიდან.
bajo
05 ოქტომბერი 2017 21:23
0
ბიძინა ძაან ახუჭუჭებ შენ და ეგრე არ არის არა. ნუ გგონია თავი ყოვლისმცოდნე. ყველა ვარიანტში ქართველი მწვრთნელი უნდა მუშაობდეს ნაკრებში და საკმარისად არიან ჩვენთან ისინი
logika
05 ოქტომბერი 2017 19:51
3
Sad arian tu chemi dzma xar? Gvemalebian? ))) araferi chven ar gveshveleba. Somxetic gava msoplioze azerebic da albat bolos yvela gunds rom daushveben msoplioze chvenc mere gavalt. Xalxi ar gvyavs skamze mjdomare sastavit gindat msoplioze gasvla? San marino vart chven bobola narebebistvis
Roma
06 ოქტომბერი 2017 10:26
0
კაროჩე, თქვენ გინდათ ეხლა იქიდანაც იმას მიქნათ და აქედანაც იმას მიქნათ (!) რა,
თემურა
05 ოქტომბერი 2017 17:34
0
აზროვნების სერიოზული დეფიციტია ამ ქვეყანაში. ორი არგუმენტის იქით ვერ მიდიან. მოჰყავთ ეს არგუმენტები და ჰგონიათ ერუდირებული საუბარი აქვთ თემაზე... მიზანი რა არის, მიზანი??? ევროპაზე მოხვედრა? მიზანი უნდა იყოს გამართული საფეხბურთო მეურნეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვება წარმატებული, გამართული, ქართული ფეხბურთის თამაში ყველა დონეზე. თქვენ როგორც ყოველთვის ირჩევთ მოკლე გზას, ყალთაბანდობით მოპოვებულ ერთჯერად წარმატებას, რომელსაც გრძელვადიანი და რეალური შედეგი არ მოჰყვება. დიდ ტურნირზე თამაში არ შეიძლება იყოს მიზანი, ისევე როგორც ნატოში შესვლა არ შეიძლება იყოს მიზანი. ეს ორივე იარაღია შენი საფეხბურთო პოტენციალის წარმოჩენისა თუ თავდაცვისა, შესაბამისად. ტურნირები უკვე გვერდითი ეფექტი იქნება წარმატებული საფეხბურთო სისტემისა და კარგი შედეგებისა. კარგი შედეგები კი ჭ-კლასის გუნდებთან თამაშით და სიაფანდობით, სისტემაში არსებული ხვრელების გამოყენებით არ მიიღწევა.
odala
05 ოქტომბერი 2017 17:23
0
ვინც გინდა ამტკიცოს სპორტი ცალკეა და პოლიტიკა ცალკეო,ტყუილია ეგ .პოლიტიკა ბოლოს მაინც შეეხება სპორტს და მის გარეშე სპორტი ვერც განვითარდებაიმიტომ რომ სპორტიც პოლიტიკაა.გაიხარე ოდალ, მთლიანად გეთანხმები დასკვნებში.შიდა განვითარების შედეგი უნდა იყოს საგარეო წარმატება,სხვანაირად ეს ყოველთვის ფრაგმენტად და გავარდნად დარჩება.
სოსო
06 ოქტომბერი 2017 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული