მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის IX ტურის მატჩები გაიმართება. D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები უელსს უმასპინძლებს, დღეს კიდევ ორი თამაში ჩატარდება. ავსტრიის ნაკრები ჯგუფის ლიდერ სერბეთს მიიღებს, ხოლო ირლანდია - მოლდოვას.

- საქართველო VS უელსი - ღირსების საქმე

სერბეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება შეუძლია, თუ ავსტრიასთან საგარეო შეხვედრას მისთვის სასურველი შედეგით დაასრულებს. ამის შანსი კი დიდია.

ავსტრიელებს სატურნირო მოტივაცია აღარ აქვთ. გარდა ამისა, ნაკრებში გარდაქმნები იწყება. უკვე ცნობილია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი
მარსელ კოლერი
წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. სერბეთთან შეხვედრაში ავსტრიელებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლებათ, მათ შორის - დავიდ ალაბა, სებასტიან პრიოდლი, ფლორიან კლაინი, მარტინ ჰარნიკი, მარკო იანუზოვიჩი და მარსელ ზაბიტცერი.

დანაკლისი აქვს სერბეთის ნაკრებსაც. სლავოლიუბ მუსლინის გაწვრთნილი გუნდი ტრავმირებული ზორან ტოშიჩისა და უროშ სპაიჩის გარეშე ითამაშებს, თუმცა ეს დიდად არ უნდა დაეტყოს ზემოტივირებულ ბალკანურ კრებულს.

ირლანდიას შინ უეჭველად მოსაგები აქვს მოლდოვასთან და ეს იმის მიუხედავად, რომ მარტინ ონილის გუნდი სიმუს კოულმენისა და პოლ მაკშეინის გარეშე ითამაშებს. მოლდოვას კი არმაში და ბუგაიოვი არ ეყოლება.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი
6 ოქტომბერი
საქართველო-უელსი
ირლანდია-მოლდოვა 22:45
ავსტრია-სერბეთი 22:45

9 ოქტომბერი
სერბეთი-საქართველო 22:45
უელსი-ირლანდია 22:45
მოლდოვა-ავსტრია 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული