მოდი "დინამოზე"! გადაფარე უელსის ათასობით ქომაგის ხმა! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშს უელსის ნაკრებთან გამართავს.

ქართველი გულშემატკივარი ამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსაც იმედგაცრუებული ხვდება, მაგრამ არის რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა იყო დღეს "დინამო არენაზე".

ცნობილია, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ქომაგმა "დინამო არენაზე" 2000 ადგილი წინასწარ დაჯავშნა, მაგრამ ეს არ იქნება ზუსტი რაოდენობა, რადგან ბევრმა მათგანმა სხვა ტრიბუნებზეც იყიდა ბილეთი და შეიძლება ორჯერ მეტნიც კი იყვნენ. ამ ფაქტორს ისიც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს სამივე დიდ აეროპორტში, ყველა საჰაერო რეისს უამრავი უელსელი
ჩამოჰყვა.

უელსს ამ თამაშში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროება ორი მიზეზის გამო: მთავარ მდევართან, ირლანდიის ნაკრებთან 1 ქულა აქვს სხვაობა და ჯგუფებიდან რვა მეორეადგილოსანი გადის მსოფლიო ჩემპიონატზე, უელსი კი მე-9 ადგილზეა. წარმოგიდგენიათ, საკუთარ ნაკრებს თუ რა ატმოსფეროს შეუქმნიან და როგორ გადააწითლებენ "დინამო არენას", რათა ეს თამაში მოიგონ?

ქართველი ქომაგი ამ ყველაფერს თავისი სიმრავლით უნდა დაუპირისპირდეს, რადგან იმავე რაოდენობით ან ცოტა მეტი გულშემატკივრის შემთხვევაში, ფაქტია, ბრიტანელებს ვერ ვაჯობებთ. სამწუხაროდ, ეკიპირება შეუძლებელია და უელსის ქომაგივით ფერადები სტადიონზე ვერ ვიქნებით.


მეორე ფაქტორი, თუ რატომ უნდა დაესწრო დღევანდელ მატჩს, ეს მწვრთნელის და ფეხბურთელების გამო უნდა გააკეთო. ისინი ხშირად გვიცრუებენ იმედს, მაგრამ ნაკრებს ეტყობა, რომ ვითარდება. იმ რეალობაში, როცა ამ საკვალიფიკაციოზე ძირითადად ნაკრების ლიდერები გვაკლდა და ნახევარი გუნდი უთამაშებელი იყო, რაღაც პოზიტივი ნამდვილად იგრძნობოდა.

ნაკრებს, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ შეხვედრებში თამაში მოგებული არ აქვს. დავუჭიროთ მხარი ნაკრებს და უელსის უამრავი ქომაგის წინ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.

უელსის ნაკრებს საქართველოსთვის არასდროს მოუგია, ოთხი თამაში გვაქვს ჩატარებული, 3 მოვიგეთ და 1 ფრედ ვეთამაშეთ. ევროპაში კი ძალიან ცოტა ნაკრებია, რომელთანაც დადებითი სტატისტიკა გვაქვს და შეგვიძლია უფრო გავიუმჯობესოთ.

ეს მატჩი ოქრიაშვილისთვისაა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და სამწუხაროდ, მალევე მიიღო უფრო ძლიერი ტრავმა. საქართველოს ნაკრების ლიდერს გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და გვჯერა, რომ მომავალი წარმატებებისკენ ის გაუძღვება ნაკრებს.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაახლოებით 50 ბრიტანელი ჟურნალისტი მაინც იყო. ჩამოსულია ისეთი ტელევიზიები და გამოცემები, როგორებიცაა: bbc, sky sports, daily mail, guardian და სხვები. ამ მატჩს ევროპის ძალიან ბევრი ტელევიზია და გამოცემა გააშუქებს. მოგეწონებათ "დინამო არენა", როცა გამოჩნდება და მეტოქის ქომაგი უფრო აქტიური იქნება?

ბილეთის ფასი 5 ლარიდან იწყება და ამაზე იაფად ევროპაში თითქმის ვერცერთ ქვეყანაში ნახავთ. იგივე მოლდავეთის ნაკრები, რომლის არენა ძალიან პატარაა და ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს, ბილეთის საწყის ფასად დაახლოებით 15 ლარს აფასებს.

მოდი "დინამოზე", დაიცალე ენერგიისგან და უყურე ნამდვილ ევროპულ ფეხბურთს!
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგათი საბლატაო რა არის. უნდა გავავსეთ დღეს დინამო არენა. დავანახოთ ყველას, რომ მაგარი ქომაგი ვართ! წამყვან ნაკრებებს ჩვენი რაოდენობის ქომაგის სანატრელი ჰყავთ
ქომაგი
11:58 06-10-2017
1
ეეე ბატონო გალაქტიონ, ყვირილი რო შველოდეს ამ საქმეს, ასმერაღაცაზე კი არა სავარაუდოდ სამეულში მაინც ვიქნებოდით მსოფლიო კლასიფიკაციაში.
................
12:20 06-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული