რამდენიმე ათასი ფანი უკვე თბილისშია და "დინამო არენის" დაპყრობით იმუქრება.
- მოდი "დინამოზე"! გადაფარე უელსის ათასობით ქომაგის ხმა! [VIDEO]
რა თქმა უნდა, უელსის ნაკრების ყველა გულშემატკივარი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. ამიტომ უელსის ნაკრების ფან-კლუბმა სახლში დარჩენილებისთვის 6 ოქტომბრის განრიგი გამოაქვეყნა.
- ვყიდულობთ ლუდს დიდი რაოდენობით
- ლუდს ვაწყობთ მაცივარში
- ვუყურებთ ბენ ვუდბურნის გოლს 500-ჯერ (უელსის ნაკრების 17 წლის ტალანტია, რომელმაც სადებიუტო მატჩში ავსტრიას ლამაზი გოლი გაუტანა)
- ვსვამთ ლუდს
- ვუყურებთ უელსის ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე ITV-ზე
- ვსვამთ მეორე ბოთლ ლუდს
- ვუყურებთ უელსის ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე BBC-ზე
- ვსვამთ მესამე ბოთლ ლუდს
- ვუყურებთ უელსის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან სახლში დაბრუნების ცერემონიას
- ვაცარიელებთ მაცივარს ლუდისგან
- ვუყურებთ დოკუმენტურ ფილმს კრის კოულმენზე
- ვტირით ბევრს
- მივდივართ პაბში
- ვუკვეთავთ ლუდს
- ვიღებთ სიამოვნებას საქართველო-უელსის მატჩისგან
- ვღრიალებთ ბევრს და გაურკვევლად
- ვბრუნდებით სახლში, ვაღვიძებთ ცოლს და ვიწყებთ სიმღერას "საუკეთესო ბენ ვუდბურნზე".