საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, ბოლოსწინა, IX ტურის მატჩი უელსის ნაკრებთან ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს "ზუგდიდის" ტრაგიკულად გარდაცვლილი მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას.

- ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

სანახევროდ შევსებულ "დინამო არენაზე" ანგარიშის გახსნის შანსი პირველად სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ძალიან სახიფათო იყო 38-ე წუთზე, ოთარ
კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიას თავურიც, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს.

უელსელებმა ანგარიშის გახსნა შესვენების შემდეგ მაინც შეძლეს. 49–ე წუთზე ტომ ლოურენსმა ჯერ საბა კვირკველიას აუარა გვერდი, შემდეგ კი გურამ კაშიას აერიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლორიასგან შორეულ კუთხეში უძლიერესად დაარტყა – 0:1.

მე-80 წუთზე გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გიორგი მერებაშვილს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმის შემდეგ უელსელმა მცველებმა და მეკარემ კარი ერთობლივად გადაარჩინეს.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ფლობდა ბურთს, თუმცა რეალური ხიფათი სტუმართა კართან არ შეუქმნია და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. საბოლოდ, პირველად ისტორიაში, უელსის ნაკრებმა შეძლო საქართველოს ნაკრების დამარცხება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


დღესვე D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ავსტრიის ნაკრებმა შინ სერბეთს ანგარიშით 3:2 სძლია, ხოლო ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა დაამარცხა - 2:0.

ბოლო ტურის წინ D ჯგუფშს 18 ქულით კვლავ სერბეთი ლიდერობს, რომელსაც ქულით ჩამორჩება უელსი. მესამეზე ირლანდიაა 16 ქულით, მეოთხეზე კი - ავსტრია (12). საქართველოს ნაკრები 5 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე რჩება, ხოლო ცხრილის ბოლოში მოლდოვაა 2 ქულით.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას 9 ოქტომბერს, სტუმრად სერბეთთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო ყაზაშვილი, ჯაბა კანკავა (კ), ვაკო გვილია (89, დავით ხოჭოლავა), გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი (76, ჯაბა ჯიღაური), გიორგი ქვილითაია (76, დავით სხირტლაძე).
მკითხველის კომენტარები / 41 /
ვაისს შეცვლები არ უყვარს. 49-ე რო გაგიტანენ და შეცვლებს მატჩის მიწურულს გააკეთებ (88-ზე მცველის შემოყვანა არ დაგავიწყდეთ?!) რა მწვრთნელი უნდა იყო? მერებაშვილი ადრე უნდა გადაეყვანა მარცხნივ. გადაიყვანა და მაშინ დაარტყა სახიფათოდ. ვაისი გასაშვებია. უჩა სოსიაშვილი მწვრთნელად.
beili
07 ოქტომბერი 2017 11:44
3
მადლობა ამ ბიჭებს!!! გადავხედე კომანტარებს ფეისბუქში და ილანძღებიან 18-25 წლმდე ახალგაზრდები რომლებიც რამოდენიმე დღის წინ ასეთ კითხვებს სვავდენე: სადაა თამაში? გასვლის შანსი გვააქვს? ოქრი თამაშობს ხო? ჯანო გაუტანს. შემდეგი თამაში ვისთან გვაქვს? მგონი მიხვდებით რა გულშემატკივართან გვაქვს საქმე,თუმცა ბევრი ისეთიც არის ვინც წლებია თვალს ადევნებს ნაკრებს და მართლა ლეგიტიმურ კრიტიკას წერს,ამით მინდა ჩვენ ბიჭებს ვუთხრა, რომ ნამდვილ ქომაგს თქვენი გვჯერა და კიდევ დავიცდით რომ ერთად ავაშენით ჩვენი გუნდი... თქვენ წაგებულიც და მოგებულიც ჩვენები ხართ და ბოლომდე ასე დარჩებით სანამ ფეხბურთი იარსებებს. საქართველო!!!!!
Vato
07 ოქტომბერი 2017 11:41
3
რა გუნდზეა ლაპარაკი როდესაც უპირატესობას ფლობ 60/40 ზე და მთელი მატჩის განმავლიბაში მხოლოდ ერთხელ მოარტყამ კარს,კომენტარი თქვენთვის მომინდვია.
maxo
07 ოქტომბერი 2017 11:32
1
ვფიქრობ ამ სიტუაციაში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციია
რამდენი წელი გავიდა რაც კობი და კალა სათავეში არიან
შედეგი კიდევ უფრო უკან წავედით
dato
07 ოქტომბერი 2017 10:39
5
ვერ ვიტყვი რომ ჩვენმა ბიჭებმა ცუდად ითამაშეს და არც ვაი სია ცუდი მწვრთნელი, მე დარწმუნებული ვარ,რომ ვაი სი უნდა დარჩეს ნაკრებში გააგრძელოს ამ ბიჭებთან მუშაობა და მომავალში შედეგიც დადგება,მომწონ ფედერაციიც გადაწყვეტილება რომ ვაი სი უნდა დატოვონ გუნდში და გააგრძელოს სამწვრთნელო საქმიანობა..ფედერაციაც და მწვრთნელიც სწორი გზიტ მიდის და ავითარებს ქარტულ ფეხბურტს...ვაცალოტ ხალხო ამ ხალხს ვაცალოთ....აი ჯურნალისტებს კი მოუწოდებ უფრო ობიექტურები და კორექტულები იყვნენ და დიდ მოლოდინებს ნუ გააჩენენ ხალხში...ეს წარუმატებლობა გარკვეულწილად მათი ანუ ჟურნალისტების არაობიექტურობის ბრალიცაა!!!
nikola
07 ოქტომბერი 2017 10:28
13
ყველა მიმართულებით დედა გვაქვს ნატირები, მე მგონი დროა დავკეტოთ ეს დუქანი, რომელსაც საქართველო ჰქვია. ეს სამყაროს ფურუნკული აღარ უნდა არსებობდეს დუნიაზე.
ფრაი!
07 ოქტომბერი 2017 10:21
8
უელსი საქართველოს მაღალი კლასის გუნდია, ლამის ათეულში შედის, იყავით ობიექტურები; ბიჭებმა თავი დადეს, რეალურად ჯიგრულადაც ითამაშეს, რამდენიმე კარგი კომბინაციაც გააკეთეს, კაკაბაძის რეიდები რად ღირდა; კი იმათ ბეილი აკლდა, ჩვენ წინა თამაშის გმირი ოქრიაშვილი არ გვყავდა; ეს მწვრთნელი უნდა დარჩეს (ვაბშე ცხადაძე არ უნდა გაეშვათ) და ეს გაგრძელდეს ეს ტაქტიკა, შედეგი კი აუცილებლად იქნება; სულ ცოტა დააკლდათ რამდენიმე თამაშში; გუშინდელ თამაშზე ვინც იტყვის არ მოინდომესო, ან ფიზიკურად ვერ გაძლესო პროსტო ღრუზინია
ღრუზინებს!
07 ოქტომბერი 2017 09:57
13
ღრუზინებს რომ ეძახი შენ,ძმაო,თვალი გადავავლე პოსტებს და კაცი ვერ ვნახე,ვინც ბიჭებს დააბრალა თავი დაზოგესო.არც არავის დაუზოგია,მაგრამ იმას ვჩივივართ,რომ გუნდი გამარჯვებაზე კი არ იყო დაგეშილი,არამედ არ წაგებაზე,ჰო და გამარჯვებისათვის ბოლომდე ბრძოლას რომ სულ სხვა ნაპერწკალი სჭირდება,ვიდრე არ წაგებას,კი უნდა ხვდებოდე.ვიმეორებ პოსტი არ არის,სადაც ვინმე ბიჭებს აბრალებს,რომ თამაშს რაიმე დააკლეს.აქ უფრო მწვრთნელისკენ არის ისრები და სამართლიანადაც.
სოსო
08 ოქტომბერი 2017 11:21
0
სასაცილო-სატირალი ის იყო, როგორ უნიათოდ დააგორებდნენ ცენტრში ბურთს მეკარისთვის პერიოდული მიწოდებით, თითქოს იგებდნენ და დრო გაყავდათო.. თითოეული მოთამაშე აყვანილი იყო და არც ცდილობდა სწრაფი მოძრაობით თავის დაღწევას მეურვისგან.. სამარცხვინო გუნდი გვყავს.
giorgi
07 ოქტომბერი 2017 09:57
2
გადავავლე ყველა კომენტარს თვალი და ხალხის აზრი ჩემთვის მინშვნელოვანია(ხალხი ბრძენია) მაგრამ არცერთი მწვრთნელის საწინააღმდეგო მე არ მაქვს და რატომ.პირველი უიღბლობა.მეორე ყოველთვის გვაკლია წამყვანი ფეხბურთელები.მესამე უთამაშებლობა და მეოთხე მთავარი ვაისის არ იყოს სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები თუ ვაღიარებთ პრემიერლიგას მაშინ ისიც ვაღიაროთ რომ ყაზახეთის დანიის რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეები ნულები არიან პრემიერლიგის ფეხბურთელებთან.ვაისი სასწაულებს ვერ ჩაიდენს და ვერც სხვა მწვრთნელი.
ზურიკო
07 ოქტომბერი 2017 09:53
8
რა მიკვირს იცით? ამდენი უვიცი რამ შეკრიბა ერთად. გოლი ვის უნდა გაეტანა? გოგუა და კვეკვე უთამაშებელი, კანკავაც, სამი უთამაშებელი საყრდენი, რომლებმაც ვერც პასები აკეთეს და დამტვრევა დაჩეხვაზე იყვნენ ორიენტირებული, ასევე კვირკველია, კაშიას როდის იყო შეთევა და პასი ეხერხებოდა, ლორიას ის ბურტი არ უნდა აეღო?მაინც წააგო, დაეყენებია ახალი ხალხი, გამოეცადა ამ უფანტაზიო უყისმათო ხალხის ნაცვლად ხოჭოლავა-დვალი-აბურჯანია, და 100 მაგად გაიზრდებოდა შეტევიტი პოტენციალი, რატო არ ათამაშა მაკარა. კვერკველია, კაშია, ლორიას კისერზეა ის გოლი. რო არ გივარგა დაცვის ცენტრი ვეღარ უნდა მიხვდეთ? ვერ შეიყვანა ჰუფნაგელი? ასევე ჩამოეყვანა ებრალიძე, გამოცდილია, პრაქტიკა აქ. კაკაბაძე და მერება და ქვილითაია ყოჩაღ. დანარჩენი გადააბი ერთმანეთზე და მოაშორე ნაკრებს. არაბიძე არ იყო საჭირო? იყო. გოუშვით მაგ ვაისი და მიყევით თან, ან ფეხბურთის გაგებაში არა ხართ, ან უნიჭოდ მაფიოზობთ, არც მაგაში არ ვარგიხართ. წამიყვანეთ ბიძია და საქმის კეთებით და წარმატებით რაფერ უნდა იშოვოთ ფული , იმას გასწავლით. არ გრცხვენიათ? გაგინებთ მთელი საქართველო. 2 კაცის გარდა, დღეს არცერთი არ იყო სათამაშო. სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო. მშვიდობით
vaso
07 ოქტომბერი 2017 09:40
4
მართალი ხარ ანდრო,გოლი საყრდენების ბრალი იყო,ლოურენსს არავინ არ შემოჰყვა,თუმცა კვირკველიაც არასწორი მიმართულებით გავიდა ლოურენსზე და მან მოძრაობაზე დაიჭირა,ისე ლოურენსს პასი ვინც მიაწოდა,მას ეთამაშებოდა კანკავა,შესაბამისად ლოურენსს სხვა ნახევარმცველი უნდა შემოჰყოლოდა,უკვე პირველ ტაიმში აშკარა იყო ეგ პრობლემა,რომ ჩვენები მოძრაობაზე აგვიანებდნენ რეაქციას და პრქტიკულად არავის იჭერდნენ,ეს მეტოქის მწვრთნელმაც შეამჩნია და გამოიყენა კიდეც.
სოსო
08 ოქტომბერი 2017 11:32
0
შენ გეტყობა კარგად გესმის ფეხბურთი! გოლი საყრდენების ბრალი იყო. კვირკველია იძულებული გახდა ისინი დაეზღვია და ვერ მოასწრო. ქვილითაისი რა მოგეწონა ძალიან მაინტერესებს! რომ დაეყენებინა ისინი ვინც დაწერე, სხვებზე იტყოდი რატომ არ დააყენაო. სად და როდის ნახე აბურჯანიას თამაში მის დაყენებას რომ ითხოვ?
andro
07 ოქტომბერი 2017 10:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული