საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, ბოლოსწინა, IX ტურის მატჩი უელსის ნაკრებთან ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს "ზუგდიდის" ტრაგიკულად გარდაცვლილი მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას.

- ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

სანახევროდ შევსებულ "დინამო არენაზე" ანგარიშის გახსნის შანსი პირველად სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ძალიან სახიფათო იყო 38-ე წუთზე, ოთარ
კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიას თავურიც, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს.

უელსელებმა ანგარიშის გახსნა შესვენების შემდეგ მაინც შეძლეს. 49–ე წუთზე ტომ ლოურენსმა ჯერ საბა კვირკველიას აუარა გვერდი, შემდეგ კი გურამ კაშიას აერიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლორიასგან შორეულ კუთხეში უძლიერესად დაარტყა – 0:1.

მე-80 წუთზე გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გიორგი მერებაშვილს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმის შემდეგ უელსელმა მცველებმა და მეკარემ კარი ერთობლივად გადაარჩინეს.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ფლობდა ბურთს, თუმცა რეალური ხიფათი სტუმართა კართან არ შეუქმნია და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. საბოლოდ, პირველად ისტორიაში, უელსის ნაკრებმა შეძლო საქართველოს ნაკრების დამარცხება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


დღესვე D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ავსტრიის ნაკრებმა შინ სერბეთს ანგარიშით 3:2 სძლია, ხოლო ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა დაამარცხა - 2:0.

ბოლო ტურის წინ D ჯგუფშს 18 ქულით კვლავ სერბეთი ლიდერობს, რომელსაც ქულით ჩამორჩება უელსი. მესამეზე ირლანდიაა 16 ქულით, მეოთხეზე კი - ავსტრია (12). საქართველოს ნაკრები 5 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე რჩება, ხოლო ცხრილის ბოლოში მოლდოვაა 2 ქულით.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას 9 ოქტომბერს, სტუმრად სერბეთთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო ყაზაშვილი, ჯაბა კანკავა (კ), ვაკო გვილია (89, დავით ხოჭოლავა), გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი (76, ჯაბა ჯიღაური), გიორგი ქვილითაია (76, დავით სხირტლაძე).
მკითხველის კომენტარები / 41 /
vaisi normaluri taqtikosia magram gunds chajmuli memtaliteti ver moashora
shako
07 ოქტომბერი 2017 22:37
1
აქ უმეტესობა მწვრთნელის გაშვება არ გაშვებაზე საუბრობს.მწვრთნელს უნდა ჰყავდეს "ფეხბურთელები" თამაში რომ მოიგოს,რომელიც ჩვენ არ გვყავს,როცა ჰყავდა ვაისს ფეხბურთელები მსოფლიოზეც გავიდა და ჯგუფიდანც მოახერხა გასვლა.
ლაშა
07 ოქტომბერი 2017 16:24
7
1998 წლის მსოფლიოს შესარჩევში ყიფიანმა და ძოძუაშვილმა პოლონეთს 3-0 მოუგო თბილისში (სხვათაშორის ვესწრებოდი ამ თამაშს და იმასაც ვუყურე 4-1 როგორ განადგურდა ჩვენი ნაკრები პოლონეთში თუმცა პირველი გოლი არველაძემ შეაგდო) "თუმცა,ისე მოხდა, რომ დავით ყიფიანი ამ მატჩის შემდეგ საკუთარი სურვილით წავიდაო" ამბობენ ზოგიერთები. ეგ ტყუილია და ფედერაციამ მაშინ ისეთი დარტყმა მიაყენა ყიფიანს რო ენით აუწერელი (დამისახელეთ რომელიმე მწვრთნელი 3-0 მოგების შემდეგ "თავის სურვილით" რომ მიდის?) რა მოხდა მაშინ რევაზ ძოძუაშვილმა კარგად იცის და თუ დაინტერესდებით კითხეთ. ეგ კაი მაგრამ ვლადიმერ გუცაევმა რაღა დააშავა ისიც რომ გაიმეტეს მასე!!?? კაცი ახლგაზრდულს წვრთნიდა, თუნდაც რად ღირს რუსთავში გერმანიასთან თამაში იმ გერმანიის ნაკრებიდან ბევრი ვარსკვლავი გახდა მერე. გუცაევიც ასევე მაშინდელ ფედერაციის ღორმუცელობას ემსხვერპლა. ახლა შეადარეთ ვაისი და მისი ხელფასი ან ყიფიანის ან გუცაევის ნამუშევარს და გასამრჯელოს. ჰოოოოოოოო, მართალი იმაშია რომ ვერც ეხლა გაძღა ფედერაცია ფულის ფლანგვით და უნდათ რომ დაგვანახონ ის თამაშები სადაც ჩვენმა გუნდმა ფრე ითამაშა (აქედან ორი მოლდოვასთან!!!!!!) ვაისმა გუნდი დააყენაო. სისულელეა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყიფიანმა პოლონეთს 3-0 მოუგო და "თავის სურვილით წავიდა" კაცი, ვაისმა არცერთხელ არ მოიგო და სურვილც არ გააჩნია რომ წავიდეს თავ აწეული("ფული ჯოჯოხეთს ანათებსო") ასეა ჩვენი საქმე და სულ არა აქვს დიდი მნიშვნელობა დგეს მოიგო თუ წააგო ნაკრებმა მეხუთე ადგილს ვხეხავთ მაინც ჯგუფში.
გულშემატკივარი
07 ოქტომბერი 2017 14:11
1
რა დაჯდება იოხამ ლიოვის მოწვევა ნაკრებში!!?? ჯანდაბას გადავიხდით ლევან!! მაინც ყველაფერი ხალხის კისერზე გადადის და ფედერაცია ბიუჯეტის თანხებს ანიავებს!!!!!!!
იოხამ ლიოვი
07 ოქტომბერი 2017 13:23
3
რა უნდა ამ ხალხს, ვერ გავიგე. უელსს, მსოფლიო რეიტინგის მეცამეტესა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს, აუცილებლად უნდა მოვუგოთ? თანაც მაშინ, როცა თვითონ მოგება სჭირდება? 0:1 ჩვენზე უკეთესმა ბევრმა ნაკრებმა შეიძლება წააგოს უელსთან. ამ შესარჩევში ჯერ არ წაუგიათ და მაინცადამაინც ჩვენთან უნდა წაეგოთ? დაეშვით მიწაზე და თუ გიყვართ ფეხბურთი და ნაკრები, უყურეთ, თუ არა და ნუ უყურებთ. რა არის აქ ასეთი შეუძლებელი? ეს ლანძღვა-გინება რა უბედურებაა??
გიორგიპირველი
07 ოქტომბერი 2017 13:21
8
ცოტა ადრე, რომ გააკეტოს სეცვლა რა მოხდება 10-15 წუტსი გახურებას ვერ ასწრებენ.
zura
07 ოქტომბერი 2017 13:16
1
გამოაცხადეთ რეფერენდუმი და ხალხი აირჩევს მწვრთნელს თუ ფედერაცია არაფრის მაქნისია!
რეფერენდუმი
07 ოქტომბერი 2017 13:14
1
სხვა გზაც აღარ გვიტოვებენ უელსელები. ახლა ქართველი რაგბისტები იძულებულები იქნებიან, რომ უელსს უელსში მოუგონ და რევანში აიღონ!
N
07 ოქტომბერი 2017 13:13
1
ცოტა ადრე, რომ გააკეტოს სეცვლა ხომ სეიზლება 10 წუტსი გახურებას ვერ ასწრებენ.
zura
07 ოქტომბერი 2017 13:11
1
კალათბურთში კოკოშკოვზე იყვნენ შეჩენილნი არ არის კარგი სპეციალისტიო. დაამტკიცა რომ კარგი მწრთნელია.იგივეს გაიძახიან ეხლა ვაისზე წავა ეს კაცი და მერე დაიწყებენ არ უნდა გაეშვათო თვითონ თავის მართლებას დაიწყებენ.მე მიმაჩნია ვაისი უნდა დარჩეს. რაც შეეხება ცხადაძეს ცხადაძის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ მის დროს აღებული ჰქონდათ ყველაფერი თავის შვილს ათამაშებსო და ბაჩანა მის შემდეგ ნაკრებში არ ყოფილა.
ვაკო
07 ოქტომბერი 2017 12:42
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული