"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
ვაისამ სლოვაკეთის ნაკრები წარმატებამდე იმიტომ მიიყვანა, რომ იცნობდა მათ, იცოდა მათი ფსიქოლოგია. მაგრამ:
მან არ იცის ქარტული ფსიქოლოგია (შეადარეთ ალექსანდრე შტილინს),
მას არც სურს გაიცნოს ქართული სული, იგი მხოლოდ თამაშის წინ ჩამოდის საქართველოში (შეადარეთ მილტონ ხეიგს),
მან ძირითად შემადგენლობაში გამოიყვანა უთამაშებელი ფეხბურთელები, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს,
ვერ შეურჩევს ფეხბურთელებს იმ ადგილს სადაც შეუძლია მეტი ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს,
ნაკრების შემადგენლობაში ჰყავს არაეფექტური და ნაკლებად ეფექტური ფეხბურთელები, ასევე ფსიქოლოგიურად არამტკიცე, (არაბყარი, მხდალი) მოთამა–შეები.
შესვენებაზე ვერ აკეთებს სწორ კორექტირებას, რათა გარდატეხა შეიტანოს თამაში,
ასევე არაეფექტურია შეცვლები,
მან არ იცის, რომ ჯობია ბურთი აგორაო მოწინააღმდეგის ნახევარზე, ვიდრე საკუთარ ნახევარზე და ა. შ.
ყველა ამ არგუმენტიდან გამომდინარე მან უნდა დატოვოს თანამდებობა და სასურველია იმანაც, ვინც იგი ჩამოიყვანა, რადგანაც მის წინამორბედს შეიძლება უკეთესი შედეგი მიეღო (მე ცხადაძის ადვოკატი არ ვარ).

ვახტანგი
08 ოქტომბერი 2017 12:22
1
300 მილიონი ბიუჯეტი გაყავით ქართულ ფეხბურთზე და ყველაფერს მიხვდებით. თითო პირველი ლიგის გუნდს მინიმუმ წელიწადში 10-20 მილიონი უნდა ხვდებოდეს. ეტყობათ ამის რამე?
vato
08 ოქტომბერი 2017 11:43
3
სანამ სისტემა არ დაინერგება და ფეხბურთის განვითარებისთვის სწორი და თავდაუზოგავი მუშაობა არ დაიწყება ფეხბურთელებს სწორად თუ არ გავზრდით ნაკრებში კარგი ფეხბურთელები საიდან უნდა მოვიყვანოთ? ქვეყანაში სულ 5 სტადიონი რომ გექნება მხოლოდ 3 გუნდი რომელსაც ბაზა აქვს და 2-3 საფეხბურთო აკადემია ფეხბურთელები სად უნდა გაიზარდნონ და შედეგი რანაირად უნდა მივიღოთ საინტერესოა?
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 07:40
1
ხოდა მიტუმეტეს არ უნდა იჭებდე მილიონეებს :) შენთვიტონ ამბობ შედეგი მაინც ვერ იქნებაო ნუ მოკლედ ყველა ლაფს გვასხამს ჩვენ კი გვიხარია იმის მაგივტად შევაჩეროთ მეტის გვინდა ვიძახით
ნოდო
07 ოქტომბერი 2017 23:17
1
თავიდანვე ბარსელონაში და რეალში ვერავინ ითამაშებს,ფერთელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზეა აქ ლაპარაკი, ისეთ გუნდებში გადავლენ ხოლმე და მერე იქაც ვერ თამაშობენ, ეს მერე ნაკრების თამაშზე აისახება ხოლმე.ამ პრობლემას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის, ეს თვითონ ფეხბურთელის პრობლემაა.კვეკვესკირი, გვილია უთამაშებლები არიან,კანკავა კი საერთოდ უგუნდოდაა,ეს კი ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვაა, ასეთ შემთხვევაში ძნელია 90 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარო,მოწინააღმდეგე კი პრემიერლიგაში კარად ნაწრთობი ფეხბურთელებით გეთამაშება და შედეგიც სახეზეა, ამაში გასაკვირი არც არაფერია რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ეს.ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე ყველა მიმართულებით, აქ პროფესიონალიზმიც გადამწყვეტ როლს თამაშობს.
bebeto
07 ოქტომბერი 2017 16:17
4
ცეცაძე ნაკრებში სასწრაფოდ...
gio
07 ოქტომბერი 2017 15:49
6
კალატბურტსაც გადაედო ფეხბურტის სი9ნდრომი ფედერაციას მარტავენ ბოისები
შოთა გუგეშაშვილი
07 ოქტომბერი 2017 15:43
3
juralistebo es pativi mainc dadet ers da sakutar propesias,rom vaisis datovebas da kmayopilebas rom gamoxatavs pederacia,gaacanit xalxis azri pederaciasac da vaisasac,radgan nakrebi aris eris da ara vinmesi piradi...VAISA UNDA WAVIDES
euhh
07 ოქტომბერი 2017 11:51
2
ოტო რეჰაგელს მოიყვანენ რაღაც საეჭვოდ იყო თბილისში
Casila
07 ოქტომბერი 2017 07:42
2
ვერ გავიზიარებ აქ გამოთქმულ შეფასებების უმეტესობას. ჩვენ საქართველოში ფეხბურთი ვერ აღორძინდება. ფეხბურთი დღეს სპორტი აღარ არის, ეს არის კომერციული სანახაობა. გარდა ლეგალური ფულისა ამ საქმეში ბრუნავს ამ ლეგალუღთან შედარებით მინიმუმ 10ჯერ, შეიძლება 100 ჯერაც მეტი შავი და ტოტალიზტორის ფული! ჩვენთან საქართველოში ნორმალური საფეხბურთო ლიგის შექმანა შეუძლებელია. ვერც ერთი გუნდი ვერ გაქაჩავს იმ ბიუჯეტს რომელიც სტაბილურად 5 წელი მაინც გუნდის შენებას ესაჭიროება. ხომ ხედავთ ოდნავ წამოიზრდება ვინმე სხვებზე ნიჭიერი ფეხბურთელი და იმავე წამს საზღვარგარეთ გარბის?! მოკლედ ფულია ყველაფერი და ის 250-300 ვილიონი საკმარისი სულაც არ არი. დაახლოებით 100 ჯერ მეტია საჭირო!!!
aburjga
08 ოქტომბერი 2017 13:51
7
შე კაი კაცო თავდაცვის სამინისტროს წლიური ბიუჯეტია 680 მილიონი და ფეხბურთია თუ ომი დაიწყო 100-ჯერ რომ გაიზარდოს!!??
კინტო
08 ოქტომბერი 2017 14:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული