მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.
- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]
- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.
- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
- დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.
ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.
რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.
- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.
მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.
- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...
- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
- ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.
- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
- ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
საქართველოს ნაკრებში მუშაობით მკვეთრად გაიუმჯიბესა ფინანსური მდგომარეობა ).
კმაყოფილია კაცი. წელიწადში სულ 5ჯერ ჩამოდის ერთი კვირით. შეჭამს ხინკალს დააყოლებს ქინძმარაულს. წააგებს თამაშა. კმაყოფილი ფედერაცია მადლობას ეტყვის და წავა გაბღენძილი თავის სლოვაკეთში
სერბებთან მატჩის შემდეგ ვაისს ნაკრებთან ერთად ,,არდადეგები,, დაეწყებათ მომავალი წლის შემოდგომამდე ,,ერთა ლიგის,,ბოლო დივიზიონში მატჩებამდე.საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა ნერვებისთვის აუცილებელი ,,არდადეგებიც,, იქნება და მოგვიწევს კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე საქომაგოდ ,,ცხრა მთას და ცხრა ზღვას,, იქით ქვეყნის ნაკრების ამორჩევა.1991 წლამდე ქვეყანა არ ,,ვიყავით,,,ჩვენი თავი ჩვენ არ ,,გვეყუდნოდა,, და გვიკვირდა:თუ ჰაიტი და კამერუნი თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატებზე,ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის?!....მივიღეთ დამოუკიდებლობა და თურმე იქ თამაშისთვის ნიჭთან ერთად პროფესიონალიზმი,დისციპლინა,ცოდნა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა საჭირო!...თუ ყველაფერი ერთად არა,ფაქტია ბევრი გვაკლია,ერთხელაც არ ვყოფილვართ ახლოს უკვე საოცნეობოდ ქცეულ მიზანთან!
..მაგრამ,მაინც ,,რაც მაგრები ვართ,ქართველები ვართ,,,,ჩალიჩი,,გვეხერხება და ,,ვიჩალიჩეთ,, და ,,ჩავაწყვეთ,,-ჯერ 24-მდე გავაზრდევინეთ ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა,მაგრამ ესეც არ ვიკმარეთ და იმ 24-ში უსუსტეს ნაკრებებში უძლიერესის მოხვედრაც დავაკანონებინეთ....და თუ მაინც ვერ მოვიპოვეთ უფლება ფინალურ ეტაპზე თამაშის,შემდეგ ალბათ უკვე კიდევ,,ვიჩალიჩებთ,,და უეფა-ს ყველას ერთად თამაშის უფლებას მივაღებინებთ სან-მარინოებთან და ანდორასთან ერთად.ფიფა-მ ჯერ 16-დან 24-მდე გაზარდა მონაწილეთა რაოდენობა,მერე-32-მდე,უკვე -48 გამოაცხადეს და თუ იქაც ვერ მოვხვდით,მაშინ გაეროს ყველა წევრ 200-მდე ქვეყანასთან, ნაურუ და ვანუატუებთან ერთად მიგვაღებინებენ მუნდიალზე მონაწილეობას....
ძალიან არ მიყვარს სარკაზმი,მაგრამ 80-90 წწ-ში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა მუნდიალებზე და ევროებზე სანატრებელი გაგვიხდებოდა,ხოლო ის,რომ საერთოდ ერთხელაც არ ვიქნებოდით ბოლო ტურებამდე მიზანთან ახლოს,არათუ ოპტიმისტი ,არამედ ყველაზე ბოლო პესიმისტიც ვერ გაიფიქრებდა კიდეც......