ტენ ჰააგის ბოლო შანსი - ნიდერლანდელი შესაძლოა, რამდენიმე საათში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აღარ იყოს

AutoSharing Option
the Mirror-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰააგს თანამდეობის შესანარჩუნებლად ბოლო შანსი აქვს.

თუ დღეს რამდენიმე წუთში დასაწყებ შეხვედრას, სადაც პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "ასტონ ვილამ" "წითელ ეშმაკებს" უნდა უმასპინძლოს, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები წააგებენ, ნიდერლანდელს კარისკენ მიუთითებენ.

იმ შემთხევაში, თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებით მწვრთნელად ტენ ჰააგის თანაშემწე რუდ ვან ნისტელროი დაინიშნება. 

ინფორმაციისთვის, "ასტონ ვილასა" და "მანჩესტერის" შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული