ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართული საქართველო-უელსის მატჩის დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა - თამაშის დაწყების წინ ტრადიციული ეროვნული ჰიმნების შესრულებისას, სტადიონის დინამიკებში სტუმართა ჰიმნი ნაადრევად შეწყდა, მის დასრულებაზე კი "დინამო არენაზე" შეკრებილმა უელსელმა ფეხბურთელებმა და ფანებმა თავად იზრუნეს.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

ამ ამბავს walesonline.co.uk ასე გამოეხმაურა:

"უელსელმა ფანებმა უბრალოდ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ქართული მხარისგან უელსის ჰიმნის შუა გზაზე შეწყვეტის "უპატივცემულო" ფაქტს.

ამაღელვებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ომახიანად გააგრძელეს უელსის ნაკრების ფეხბურთელებმა და მისმა 2000 ქომაგმა
ჰიმნის სიმღერა მას შემდეგაც, რაც ქართველებმა ის პირველი კუპლეტის შემდეგ გაწყვიტეს. ამის შემდეგ სტადიონზე გამოცხადდა ცნობა საქართველოს ჰიმნის აჟღერების შესახებ, მაგრამ უელსელებმა დადუმების ნაცვლად, კიდევ უფრო ხმამაღლა შემოსძახეს საკუთარი ჰიმნი", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჰიმნი ვერ დაუკრენ
დროშა ვერ დაკიდენ
07 ოქტომბერი 2017 15:36
0
ეს სტადიონის ადმინისტრაციაა უტვინო, თორემ აბა წარმოიდგინეთ, სტადიონზე ხართ და საიდან იცით, სად მთავრდება უელსის ჰიმნი? დამთავრდა ფონოგრამა და გგონიათ, რომ საქართველოს ჰიმნის ჯერია. ამ დროს ისინი აგრძელებენ სიმღერას... არ დაუსტვენთ? სამარცხვინო ხალხი კი არა, ორგანიზატორები არიან!
ლაშა
07 ოქტომბერი 2017 15:03
2
თამაშით ვერ უგებენ და ჰიმნი მაინც გაუთიშოთო :D
shako
07 ოქტომბერი 2017 13:50
1
კაი რუსეთის არ მოგვწონს არ მოგვწონს მარა უელსმა რაღა დაგვიშავა? :D ტექნიკური ხარვეზი არ გამართლებთ
ნოდო
07 ოქტომბერი 2017 13:05
0
ოროსნები ვართ ყველა სფეროში! და საქმეც ეგრე მიგვდის! არაფროფესიონალიზმი ღუპავს ამ ქვეყანას!
რომა
07 ოქტომბერი 2017 20:53
4
ასიათას პროცენტიანი ხარ... ნელ-ნელა გამოსწორდება ეგ, მარა სანამ გამოსწორდება ჩვენი საშველი არ იქნება არაფერი
ვაკო
08 ოქტომბერი 2017 00:02
1
ეგრეა ნამდვილად - მოყვარულები ვართ თითქმის ყველა სფეროში.. მარტო სუფრასთან ვართ პროფები და კულტურულები..
VAKHTANG LOBZHANIDZE
08 ოქტომბერი 2017 18:40
0
ტექნიკური ხარვეზი ერთია და ქართველი გულშემატკივრის სტვენამ გამაკვირვა... ნუთუ ასე დავეცით? სხვისი ჰიმნის უპატივიცცემლობა არაა ღირსეული საქციელი!
ramazi
07 ოქტომბერი 2017 14:49
3
ხალხი რა შუაშია?ვინც ჰიმნი შეწყვიტა,დამნაშავე ის არის.ხალხმა ჩათვალა,რომ ჰიმნი მორჩა.
სოსო
07 ოქტომბერი 2017 19:41
2
აი როგორ უნდა ჰიმნის შესრულება ჩვენთან კი ფონოგრამაა ჩართული,მუსიკაც არაა რომ შენ იმღერო იმენა ჩაწერილი სიმღერა
fonograma
07 ოქტომბერი 2017 13:12
1
რაცა ყველანაირად წყალწაღებული ხალხი ვართ ქართველები,ასეთივე ქვეყანა ავაშენეტ 30 წელიწადში
OTO
07 ოქტომბერი 2017 14:35
4
სწორეც მოიქცნენ უელსელები...
saqme
07 ოქტომბერი 2017 22:33
1
ჩვენი ფეხბურთი მკვდარია,სამარცხვინოები.ამათ ფული კი არა საჭმელიც არ უნდა აჭამო!
ианош факаш
08 ოქტომბერი 2017 11:41
2

სიახლეები პოპულარული