საქართველოს ნაკრები: როდემდე უნდა ვიცხოვროთ სიცრუეში?!.

AutoSharing Option
AUTO PLAY
აგერ, უკვე 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს ნაკრები დიდი ტურნირების შესარჩევ ჯგუფებში თამაშობს, მაგრამ ფინალურ ეტაპზე ვერ გაუღწევია. ყოველი ციკლის ბოლოს იძახიან, რომ მართალია მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ სამაგიეროდ, პერსპექტივა აქვთ და ა.შ. მერე მორიგ ციკლში ისევ იგივე იწყება და ასე გრძელდება დაუსრულებლივ. უნდა ითქვას, გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებებისაგან ჩვენს ეროვნულ გუნდს უდიდესი თანადგომა აქვს, თუმცა მუდამ იმედგაცრუებულებს გვტოვებენ.

მიზანს მაშინაც კი ვერ ვუწიეთ, როდესაც ნაკრები მართლა ჩინებული ფეხბურთელებით გვყავდა დაკომპლექტებული. იყო ცალკეული კარგი გამარჯვებები, რაც ოდენ ლოკალური წარმატება გახლდათ და არა
გლობალური. ძველ გულშემატკვრებს კარგად ეხსომებათ 1996 წლის ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე თბილისში უელსის გუნდის 5:0-ზე დამარცხება და შემდეგ კარდიფში გიორგი ქინქლაძის ბრწყინვალე გოლით მოგება (1:0).

მუნდიალის მიმდინარე შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში ვალიელებთან სტუმრად თამაშმა და ფრემ, აგრეთვე გარეთ ბეილის ტრავმის გამო არყოფნის ფაქტორმა ცრუ იმედი გაგვიჩინა გამარჯვებისა. თუმცკი, ინტერესი ძველებურად დიდი არ იყო და "დინამო არენა" არ გაივსო. სტუმართა გუნდის მწვთნელმა კრის კოულმენმა პირველი შეხვედრიდან საჭირო დასკვნები გამოიტანა და აბსოლუტურად სწორი სტრატეგია აირჩია - მიუხედავად იმისა, რომ მოგება და 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებოდა, უკანმოუხედავად შეტევა არ დაავალა თავის ფეხბურთელებს, ზურგი არ მოიშიშვლა, თამაში არ გახსნა, მოვლენების განვითარებას და შანსს დაელოდა. მისი ტაქტიკა 4-4-1-1 გახლდათ, რომელიც საჭიროების მიხედვით ტრანსფორმირდებოდა.

რაც შეეხება მის ვიზავის ვლადიმირ ვაისს, მძიმე, უფრო სწორად, უმძიმესი პრობლემის წინაშე დადგა. ტრავმის გამო არ ყავდა ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი, რომლებსაც ბურთის დაჭერა და ცენტრიდან იერიშების წამოწყება ეხერხებათ. ამის გამო ცენტრიდან ვერ უტევდნენ, ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდნენ გარღვევას და წინ ეულად მყოფი გიორგი ქვილითაიასთვის გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მჭიდროდ მეურვეობდნენ და პასიური გახლდათ. ვაისმა 4-1-4-1, უფრო დაცვითი ტაქტიკა აირჩია, რაც საკადრო პრობლემებით გახლდათ განპირობებული.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ოღონდ ეგაა, მომენტებს უფრო ხშირად სტუმრები ქმნიდნენ. ჩვენს მცველებს უჭირდათ აარონ რემზისა და ტომ ლოურენსის განეიტრალება. ისინი აშკარად სჯაბნიდნენ მეურვეებს სასტარტო სისწრაფის ხარჯზე და შესვენებამდე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა: ჯერ რემზი გაიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, საიდანაც უფრო ხშირად გვიქმნიდნენ ხიფათს და კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ ჯო ლედლის დარტყმული ჩვენმა მეკარემ გიორგი ლორიამ მოიგერია. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დამატებაზე მის წინაშე ერთბაშად სამი მეტოქე აღმოჩნდა და არც ერთი მცველი არ იყო დაზღვევაზე. მერე რემზიმაც ვერ უწია მიზანს, ლოურენსმაც.

"ჯვაროსნებს" უეინ ჰენესეის კარის აღების ერთადერთი შესაძლებლობა ქონდათ, როდესაც ქვილითაიამ 37-ე წუთზე მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო მოწინააღმდეგეს და არაზუსტად დაარტყა.

ნაანტრაქტევს კი ლოურენსმა მოძრაობაში ჩამოიცილა საბა კვირკველია, გურამ კაშიამაც ვერ შეუშალა ხელი და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, მან ბურთი არც ისე ახლოდან ძლიერად დაარტყა, ჩვენი კიპერი ყველაფერს ხედავდა, მაგრამ ბურთს, რომელსაც თითქმის მიწვდა, ვერ მოიგერია. გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არასწორი იქნება, თუმცა ისიც ფაქტია, ამაზე რთული ბურთები ხშირად მოუგერიებია.

ამას უელსელთა კიდევ ორი სახიფათო შეტევა მოყვა: ლოურენსი ისევ გასცდა კვირკველიას, დაარტყა და ააცილა, ცოტა ხანში კი რამზის საჯარიმოს გარედან საშუალო სიძლიერის დარტყმული ბურთი ლორიას ხელიდან გაუვარდა და დამატებაზე მეტოქეს მეორე გოლი არ გაატანინა. მართალია, მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ისევ "ჩაეძინათ" ჩვენს ცენტრბეკებს.

ამის შემდეგ კოულმენის შეგირდებმა ორგანიზებულად უკან დაიხიეს, თამაში დააწყნარეს და ბურთი და ინიციატივა საქართველოს ნაკრებს დაუთმეს. გვქონდა ორი მომენტი ანგარიშის გაყაიმებისა, მაგრამ გიორგი მერებაშვილს კარის დალაშქვრა კიპერმა არ დაანება, ხოლო სულ ბოლოს ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი ოთარ კაკაბაძემ რატომღაც არ დაარტყა კარში, პარტნიორს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა და წავაგეთ.

წავაგეთ გუნდთან, რომელიც ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტს და ბეილის გარეშე საშუალო ევროპულზე უფრო დაბალი კლასის ნაკრებია. მაგალითად, ლოურენსი, რომელმაც გატანჯა ჩვენი მცველები, ჩემპიონლიგის "დერბიში" ასპარეზობს და ამ სეზონში გოლი არ გაუტანია. ეგაა, მათი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში ასპარეზობენ, უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულები, უფრო სწრაფებიც გახლავან და მანევრირება და დროზე გახსნაც ეხერხებათ. აი, ტექნიკურობისა კი რა მოგახსენოთ. ფინტი და დრიბლინგი მათთვის უცხოა. ერთი სიტყვით, ტიპური ბრიტანული, ჩვენზე უკეთ დაბალანსებული გუნდია.

რა შეიძლება ითქვას რეზიუმეს სახით? ჩვენს ფეხბურთელებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ ოქრიაშვილისა და ანანიძის არყოფნაში მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. არ გვყავდა დირიჟორი, თამაშის წარმმართავი, ლიდერი, რომელიც არაორდინალურად გაირჯებოდა. ჩვენი ფეხბურთელები სუსტ გუნდებში თამაშობენ, ზოგი კი საერთოდ არ თამაშობს და ამ შემადგენლობით წარმოუდგენელია რაიმე მინიმალურის მიღწევაც კი. ამიტომ მათი დადანაშაულება არამართებულია. რაც შეუძლიათ აკეთებენ და რაც არ შეუძლიათ, იმას როგორ შეასრულებენ. შესაბამისად, ჩვენც არ უნდა გვქონდეს ცრუ იმედები და ილუზიები.

თუმცა, ნეტარ არიან მორწმუნენი, მალე ისევ დაიწყება ახალი ციკლი და კვლავ ვიხილავთ ასე კარგად ნაცნობ მძიმე სურათს და ვიცხოვრებთ ასე სიცრუეში.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვკითხულობ კომენტარებს..... ამ ხალხს ჰგონიათ ან ეშლებათ საქართველო არგენტინაში ან ფეხბურთში არაფერი გაეგებათ. რას ითხოვენ ვაისისგან, მესი ჩვენ არ გვყავს და რონალდო, არც ლევანდოვსკი სამწუხაროდ. რასაც მიაღწია ამ კაცმა ეს არის ღირსეული თამაში(ქეცბაია დაგავიწყდათ). რომ ჰყოლოდა ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, კობიაშვილი, ცხადაძე, იმ თაობის ნაკრები მერე მოგეთხოვათ რეზულტატი. ვაისის შეცვლა დანაშაული იქნება, ყველა მწვრთელი მახსოვს დინამოსიც და საქართველოს ნაკრების, ფარსადანოვიჩის გარდა რომელი იყო ნორმალური, კუპერი თუ ტოპმიულერი, ქართველები კი...ვითომ ცხადაძე,ფეხბურთელთა თაობაში უნდა გაგვიმართლოს, აი შემდეგ მოვთხოვოთ ვაისს შედეგი.
temo
11 ოქტომბერი 2017 12:11
0
საქართველოსთვის ეგ ნაკრებიც ზედმეტია
PSJ
10 ოქტომბერი 2017 12:39
0
საქართველოს ნაკრები ზუსტად საქართველოს მთავრობასავითაა...
????
10 ოქტომბერი 2017 09:37
0
ლენინს ჰქონდა ნაშრომი სახელწოდებით ,,ერთი ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან", ჰოდა ამ თამაშმა ეს ნაშრომი გამხსენა, რადგან ჩვენი ნაკრები უკან მიწოდებაზე თამაშობდა და რატომღაც მეგონა, რომ ამგვარი თამაშიდან გამოდინარე ნაკრების მწვრთნელი ის ავადსახსენებელი ლენინი იყო და არა ევროპელი ვაისი
თემური
09 ოქტომბერი 2017 12:30
0
ცხადაძეს რას ერჩოდნენ ვერ გავიგე დღემდე.
ლეოლეო
09 ოქტომბერი 2017 11:59
0
ბურთის გამტანი არ ჰყავს ნაკრებს და რა გვაქვს საპრეტენზიო? და საერთოდ არ ვართ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა, არც არავის აინტერესებს ფეხბურთი. საქართველოში ფეხბურთი უყვარს მხოლოდ გულშემატკივარს, თვითონ ფეხბურთელებს კი სირბილი ეზარებათ და რაღაზეა საუბარი? მოკლედ რაგბის და კალათბურთს მივხედოთ ჯობია.
მიხომიხო
09 ოქტომბერი 2017 11:58
0
არეთამაშათ იმ სულცხონებულებს ბორის პაიჭაძეს, სლავა მეტრეველს,მიშა მესხს ( რომელსაც მტკვრისპირელი ) გარინჩა შეარქვეს, დავით ყიფიანს რამაზ შენგელიას ვიტალი დარასელიას და იმ ბევრ გმირ ფეხბურთელებს რომელთაც საქართველო ასე ასახელეს და ჩვენც ნერვებსაც გავუფრთხილდებოდი და არვინერვიულებდით.მართლა ყელში ამოვიდა ყველაფერი.
ბული
08 ოქტომბერი 2017 20:52
0
სამი ფრაზა მაგიჟებს: ინფრასტრუქტურა, ბავშვების ფეხბურთი და რეგიონები. კარგით და დავიწყეთ ამ ყველაფრის მიხედვა; და რამდენი ხანი დაგვჭირდება "აღორძინებისთვის"??? მინიმუმ 10 წელი. ამდენს ნამდვილად ვერ მოვიცდი.ამიტომ არის რომ დიდი ხანია რაგბის და კალათბურთის გულშემატკივარი ვარ. ფეხბურთში პერსპექტივას ვერ ვხედავ...
S.K.
08 ოქტომბერი 2017 19:01
0
ამიხსნას ვინმემ რატომ გაუშვით ცხადაძე ? რა მოვიგეთ ამ ქმედებით და რატომ არავინ არ აგებს პასუხს შედეგების შესაბამისად ?
kote
08 ოქტომბერი 2017 16:49
2
ეს ვაი ჟურნალისტები ვითომ ფეხბურთელებს ფეხბურთელობას და ვითომ მწვრთნელებს მწვრთნელობას აბრალებენ, "ამომავალი ვარსკვლავებით" ხომ გადაგვიჭედეს ცა, ხომ არ აჯობებდა ფედერაციის ხელმძღვანელებად და მწვრთნელებად სხვა ქვეყნებიდან მოვიწვიოთ ხალხი მაგ. აფრიკის რომელიმე ქვეყნიდან-რადგანაც იქაური ფეხბურთელები ჩვენსას ჯობს გამოდის რომ მწვრთნელებიც უკეთესი ყოლიათ და 10 წელიწადში იქნებ გვეშველოს რამე, წამოიზრდებიან ნამდვილი ფეხბურთელები,თუმცა რად გინდა კლუბების ხაზეინებმა თუ არ შეწყვიტეს ბავშვების გაყიდვა... არ ვხუმრობ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ,
მურთაზი
08 ოქტომბერი 2017 14:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული