სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ სერბეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

9 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

"ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. შედეგი ერთიანობამ მოგვიტანა. მძიმე თამაში იყო. მეტოქემ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ. ვულოცავ ჩემს ყველა ფეხბურთელს.

ბევრს არ სჯეროდა სერბეთში, რომ შევძლებდით მუნდიალზე გასვლას. ბევრი მიწუნებდა ზედმეტ სიმკაცრეს. გუნდი ბოლომდე ამყვა და შედეგიც
სახეზეა.

მინდა მივულოცო ჩემი გუნდის ყველა წევრს. თქვენ ხედავთ, როგორ უჭირთ გრანდებს მუნდიალზე გასვლა. ჩვენი ეს წარმატება დამსახურებულია".
მკითხველის კომენტარები / 5 /
გეთანხმები რატი,მარა ჯობია სხვა უცხოელი უფრო მკაცრი და არა გამოჩენილი მწვრთნელი, რომელიც გუნდის წარმატებით თავის თავის სახელის დამკვიდრებასა და თუნდაც გრანდებში შესვლასაც დაისახავდა მიზნად, თუნდაც ის რუსი ან უკრაინელი ყოფილიყო.
გიორგი
15:45 10-10-2017
3
უძლიერესი მწვრთნელია ეს. ეს და სიომინი თავისი საქმის მაგარი პროფესიონალები არიან.
შაკო
13:48 10-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული